საკონდიტრო საწარმო „რაფაელოს“ დამფუძნებელი მადონა ბარათაშვილი Business Insider Georgia-თან კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ დროისთვის რამდენიმე პროექტს განიხილავენ, მაგრამ უახლოეს მომავალში ბრენდის ქოლგის ქვეშ საკონდიტრო სკოლის გახსნა იგეგმება.
ამასთან, საკონდიტრო გეგმავს პურ-ფუნთუშეულის ხაზის დამატებას.
„ბევრი სიახლის დამატებას ვაპირებთ საკონდიტრო მიმართულებით, მათ შორის ნატურალური პურისა და ფუნთუშეულის ხაზის შექმნას და როგორ უკვე აღვნიშნე უახლოეს მომავალში საკონდიტრო სკოლის გახსნას ვგეგმავთ, ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას“, - ამბობს მადონა ბარათაშვილი.
ამასთან კომპანია სამომავლოდ გეგმავს საკონდიტროში თანამედროვე ტექნოლოგიების და დიზაინების დანერგვას.
კომპანიისთვის 2023 წელი საკმაოდ წარმატებული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
„2023 წელი გარდამტეხი იყო ბიზნესისთვის, რადგან კომპანიაში მოხდა მსხვილი ინვესტიციის ჩადება, რამაც უზრუნველყო საწარმოს გაფართოება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. ამასთან, 2023 წელს შევძელით ასორტიმენტის გაზრდა და წარმოებაში ჩავუშვით ფრანგული დესერტები, რამაც დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროდუქტი წარმატებული იყო კომპანიისთვის“, - ამბობს საკონდიტროს დირექტორი.
საკონდიტრო რაფაელო / Rafaelo 2014 წელს დაფუძნდა და ამ დროისთვის 12 ფილიალით მხოლოდ იმერეთის რეგიონში ოპერირებს.
ამ დროისთვის საკონდიტროში დასაქმებულია 170 ადამიანი .
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა