დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Radisson RED Tbilisi RED STAGE ივენთების სერიას იწყებს

Radisson RED Tbilisi RED STAGE ივენთების სერიას იწყებს

15-07-2024 19:44:00

19 ივლისიდან Radisson RED ეზოში გემოვნებიანი მუსიკის, კოქტეილებისა და გართობის მოყვარულებისთვის RED STAGE ივენთების სერია გაიმართება. ყოველ პარასკევს RED სცენას გამორჩეული არტისტები დაიკავებენ.

RED STAGE კონცეპტის გზით თბილისს კიდევ ერთი თანამედროვე და დინამიკური სივრცე შეემატა, რომელიც ადამიანებს მუსიკის გარშემო გააერთიანებს. 19 ივლისს, კოკა კოლას მხარდაჭერით, ივენთების სერიას Glitz N’ Groove და Anna Sue გახსნიან.

„თითოეული ივენთისთვის არტისტები გულდასმით იქნება შერჩეული, რათა აქ მოსულ სტუმრებს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ და დავახვედროთ გარემო, სადაც მათ კიდევ მოუნდებათ მოსვლა. რედისონ რედის ეზოს კონცეფციის წყალობით სტუმრებს აქაური ვაიბები ერთი ნახვით უყვარდებათ. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ RED ეზო უნიკალური ადგილია და მას თბილისში ანალოგი არ აქვს. ეს არის სივრცე, სადაც იდეალურად არის შერწმული თბილისური ვაიბები თანამედროვე, ურბანულ რიტმებთან, რაც საუკეთესო დროის გატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ - ბესო გოგინავა, Radisson RED Tbilisi-ს მარკეტინგის დირექტორი.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. 17 ივლისიდან გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა Radisson RED-ის სტუმრებს უკვე შუა კვირაშიც შეეძლებათ და ამისთვის უქმეებამდე ლოდინი არ მოუწევთ. RED ეზოში ყოველ ოთხშაბათს მუსიკალური საღამოები მოეწყობა.

მუსიკალური ივენთების სეზონი Radisson RED-მა 28 და 29 ივნისს გახსნა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. ორივე დღეს ზაფხულის ფესტს 1000-მდე ადამიანი დაესწრო, რომელთა წინაშეც სხვადასხვა სანახაობასთან ერთად სცენაზე: LIOwithILA; ბაჩო ჯიქიძე და ესთეტი ბიჭები; Roma J; Frankie და Haverdi წარსდგნენ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები