დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Radisson RED-ს ახალი შეფი ჰყავს

Radisson RED-ს ახალი შეფი ჰყავს

20-10-2024 00:41:00

ნათია ღლონტი ახალი თაობის შეფების ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. კრეატიული მიდგომებით, საქმისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ინდივიდუალური მიდგომებით იგი ამიერიდან Radisson RED Tbilisi-ს სტუმრებს გამორჩეულ კულინარიულ გამოცდილებას შესთავაზებს.

 

ნათია Radisson RED-ის გუნდს გახსნის დროს შემოუერთდა და იგი დღეს უკვე შეფის პოზიციას იკავებს.

 

Radisson RED-ის ტერიტორიაზე სამი უნიკალური დიზაინის სივრცეა განთავსებული: დახურული რესტორანი, უკვე ტრენდულ ადგილად ქცეული წითელი ბარი და ვიზიტორების რჩეული ეზო, სადაც სტუმრებს უგემრიელესი კერძების, საავტორო კოქტეილებისა და სხვადასხვა დასახელების სასმელების მრავალფეროვნება დახვდებათ. ყოველ პარასკევს ადგილზე გამორჩეული ცოცხალი მუსიკაც გელოდებათ.

 

რესტორანი და ბარი "ფოსტას" სახელს სიმბოლურად ატარებს, რადგან აღმაშენებლის 44 ნომერში წლების განმავლობაში საქართველოს ფოსტა იყო განთავსებული.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები