დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა უპირატესობები აქვს „სელფის“ როუმინგს - გაუმჯობესებული ტარიფები, მეტი ინტერნეტი და უფასო Google Maps-ის აპლიკაცია

რა უპირატესობები აქვს „სელფის“ როუმინგს - გაუმჯობესებული ტარიფები, მეტი ინტერნეტი და უფასო Google Maps-ის აპლიკაცია

17-06-2024 10:45:00

ზაფხულის სეზონზე როუმინგზე მოთხოვნა იზრდება. მობილური ოპერატორები ბაზარზე ახალი შეთავაზებებით გამოდიან. საინტერესოა, ამ  მიმართულებით რა სიახლეებს გვთავაზობს „სელფი მობაილი“.  ამ  და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia კომპანიის როუმინგისა და ახალი ალტერნატიული შემოსავლების ჯგუფის ხელმძღვანელს თეკლე ცხვედიანს ესაუბრა.

ევროპის ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა როუმინგზე და ამ მიმართულებით ხელსაყრელი შეთავაზებები მნიშვნელოვანია. „სელფიმ“ ცოტა ხნის წინ მომხმარებლებს სრულიად განახლებული როუმინგის პაკეტები  შესთავაზა. კონკრეტულად რას ითვალისწინებს და რა უპირატესობები აქვს „სელფის“ როუმინგს?

საზღვარგარეთ მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილებისთვის, სელფი აბონენტებს სთავაზობს როუმინგის სრულიად განახლებულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს კიდევ უფრო მეტ ინტერნეტს, კიდევ უფრო გაუმჯობესბეულ ტარიფებს და 30 დღიან ვადას. პაკეტების გააქტიურებისას მომხმარებლები ასევე, სრულიად უფასოდ ისარგებლებენ Google Maps აპლიკაციით, რაც ნიშნავს რომ აბონენტები ინტერნეტის გარეშე შეძლებენ აპლიკაციის სრული ფუნქციონალით სარგებლობას.

როუმინგ მომსახურებით სარგებლობისთვის, საჭიროა თუ არა ახალი ბარათის შეძენა?

„სელფის“ როუმინგით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია  საკუთარი ნომრით და არ  სჭირდება საზღვარგარეთ გამგზავრებამდე დროებითი ნომრის შეძენა. როუმინგის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ფიზიკურ SIM-ზე , ასევე Esim- ზე.  „სელფი“ მობაილი თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან მობილურ ოპერატორებთან, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ სამოგზაუროდ წასული ჩვენი აბონენტები ავტომატურად ჩაერთვნენ საუკეთესო ქსელში.

რა ზონებს მოიცავს სელფის როუმინგი?

მოგზაურობის საჭიროებებზე კიდევ უფრო მეტად მორგებისთვის, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აარჩიოს ორი სხვადასხვა ზონა:

ევროპასი: ევროპა + თურქეთი + უფასო Google Map 

კონტინენტალპასი:  მსოფლიო + უფასო Google Map

რა პრაქტიკული რჩევები შეგიძლიათ მისცეთ მომხმარებლებს, კერძოდ როგორ ისარგებლონ სელფის როუმინგის სერვისით და რაზეა დამოკიდებული რომელი მობილური ოპერატორის მომსახურებას მიიღებენ საზღვარგარეთ ყოფნისას?

„სელფის“ აბონენტი კონკრეტულ ქვეყანაში მოგზაურობისას ისარგებლებს კომპანიის ადგილობრივი პარტნიორის ქსელის მომსახურებით. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, ადგილობრივი ქსელი ავტომატურად ჩაირთვება აბონენტის კუთვნილ ნომერზე. შესაბამისად, მომხმარებელი ჩვეულებრივ შეძლებს „სელფის“ როუმინგ მომსახურებით სარგებლობას.

რაც შეეხება პაკეტის გააქტიურებას, ეს შესაძლებელია როგორც გამგზავრებამდე, ისე ჩასვლისთანავე და რამდენიმე გზით: USSD კოდის გამოყენებით, ვებგვერდიდან, MyCellfie აპლიკაციიდან და მომსახურების ცენტრში მისვლით. სულ რამდენიმე წუთი ჭირდება.

იქნება თუ არა აქტიური როუმინგის შეთავაზება ჩემპიონატის შემდეგაც?

ჩვენი აბონენტების მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილებისთვის, „სელფის“ როუმინგის პაკეტები სრულიად ხელმისაწვდომი იქნება ჩემპიონატის შემდეგაც.

ევროპის ერთიან როუმინგზე გადასვლის პროცესზეც გკითხავთ, რა ეტაპზეა დღეს ამ მიმართულებით ქვეყანა და რატომ იქნება ის საინტერესო ჩვენი მოქალაქეებისათვის?

ერთიანი როუმინგული სივრცე ევროპასთან შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო შეამციროს როუმინგის ხარჯი, რაც კიდევ უფრო ხელსაყრელს გახდის ამ მომსახურებას. რა თქმა უნდა მივესალმებით ამ პროექტს, რომელიც სახელმწიფოთაშორის დონეზე იწარმოება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები