გიზიარებთ დომინოს ბლოგს: სახლში ღვინის დაყენება ძალიან საპასუხისმგებლო პროცესია და განსაკუთრებული ჰიგიენური ნორმების დაცვასაც მოითხოვს. საქმე იმაშია, რომ ჭურჭლისა თუ მოწყობილობების სისუფთავე, რომლებსაც ამ დროს იყენებთ, ღვინის ხარისხსა და გემოზე უდიდეს გავლენას ახდენს. უფრო მეტიც: არასწორმა მოვლამ შეიძლება, თქვენი სასმელი გააფუჭოს და მთელი თავდაუზოგავი შრომა წყალში ჩაგიყაროთ.
რთველი და მისი წინა პერიოდი სწორედ საღვინე ჭურჭლისა და მოწყობილობების გამზადების დროა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ის აქტუალური რჩევები გაგიზიაროთ, რომლებიც მათი სათანადო დასუფთავებისთვის ძალიან გამოგადგებათ.
როდისაა საჭირო გარეცხვა და დეზინფექცია
შესაძლოა, გასულ წელს ყველაფერი კარგად გარეცხეთ და საგულდაგულოდ დაცულადაც შეინახეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია, ნებისმიერი ჭურჭელი ან მოწყობილობა, რომელიც ღვინის დაწურვის ან დაყენების დროს გჭირდებათ, ყველა გამოყენების წინ თუ შემდგომ გულდასმით დაასუფთაოთ და დეზინფექციაც ჩაუტაროთ.
რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ ის სივრცეც, სადაც მთლიანი პროცესი მიმდინარეობს: ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად დაიცავით ჰიგიენური ნორმები, რადგან თქვენი ღვინის ხარისხი სწორედ მათზეა დამოკიდებული.
რა საშუალებები გამოიყენება ჭურჭლისა და მოწყობილობების გასარეცხად
სინამდვილეში რეცხვის პროცესი არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. საქმე იმაშია, რომ ჭურჭელში უმცირესი ნარჩენიც არ უნდა დატოვოთ, რადგან შემდგომში ის ღვინის გემოს ცვლის. გაითვალისწინეთ, რომ სტანდარტულ სარეცხ საშუალებებს ასეთ დროს ვერ გამოიყენებთ, რადგან მათი კვალიც სასმლის ხარისხზე ნეგატიურად აისახება.
რა თქმა უნდა, პირველი, რაც აუცილებლად გჭირდებათ, ონკანის სუფთა წყალია. ღვინის ჭურჭლისთვის უმჯობესია, მაღალი ჭავლით ისარგებლოთ, რადგან ის არასასურველ ნადებს ან ნარჩენს მარტივად გაუმკლავდება. ზოგადად, რეცხვისა და გავლების დროს ცივი წყალი გამოიყენეთ, სულ ბოლოს კი პროცესი ცხელით დაასრულეთ, თუმცა გაითვალისწინეთ მასალის სპეციფიკაც, რათა ძალიან მაღალმა ტემპერატურამ ჭურჭელი ან მოწყობილობა არ დაგიზიანოთ.
ამავე რეკომენდაციის გათვალისწინება მოგიწევთ საშუალებების შერჩევისასაც, რადგან ისინიც ჭურჭლის მასალასთან აუცილებლად თავსებადი უნდა იყოს. რაც შეეხება თავად საშუალებებს, შეგიძლიათ, მაგალითად, წყალბადის პეროქსიდი ან ნატრიუმის კარბონატი გამოიყენოთ. ისინი ჭუჭყს მართლაც საუკეთესოდ უმკლავდება. ეფექტიანია ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებით სარგებლობაც, რომლებიც დასუფთავებისთვის ასევე ხშირად გამოიყენება.
დეზინფექცია — ჰიგიენის მნიშვნელოვანი ეტაპი
ზოგადად ღვინის ჭურჭლისა და მოწყობილობების მოვლა ორეტაპიანია: თავდაპირველი გარეცხვის შემდეგ მათი დეზინფექცია — მიკორბებისა და ბაქტერიებისგან გაწმენდაა საჭირო. სწორედ დეზინფექცია დაგეხმარებათ, ღვინო დამაბინძურებელი მიკროორგანიზმებისგან საუკეთესოდ დაიცვათ.
დეზინფექციისთვის კარგი საშუალება მაღალი ტემპერატურაა, რისთვისაც შეგიძლიათ როგორც სპეციალური ღუმელი, ისე ჭურჭლის სარეცხი მანქანა გამოიყენოთ, თუმცა წინასწარ დარწმუნდით, რომ მასალა, რომლის დეზინფექციაც გსურთ, ტემპერატურას აუცილებლად გაუძლებს. რაც შეეხება სადეზინფექციო ხსნარებს, ამ შემთხვევაში იოდოფორი გამოგადგებათ, რომელიც საკვები მომსახურებისა თუ სამედიცინო სფეროებში სანიტარული ნორმების დაცვისთვის ფართოდ გამოიყენება. კარგი საშუალებებია ნატრიუმის მეტაბისულფიტი და კალიუმის ბისულფიტიც, რომლებიც მეღვინეობაში დეზინფექციის მიზნით საკმაოდ გავრცელებულია. ღვინის დაყენებაში გამოცდილი ადამიანები ფოსფორის მჟავითაც სარგებლობენ, რადგან ეს ნივთიერება მიკრობებს ეფექტიანად უმკლავდება. თანაც, მისი გამოყენება ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებთან ერთადაც შესაძლებელია.
გაითვალისწინეთ, რომ რეცხვისა და დეზინფექციის შემდეგ საჭიროა, ჭურჭელიცა და მოწყობილობაც ისე გაავლოთ, რომ მასზე რომელიმე საშუალების სუნი არ დარჩეს, შემდეგ კი საგულდაგულოდ გაამშრალოთ.
დამხმარე მოწყობილობები, რომლებიც ძალიან გამოგადგებათ
არსებობს სპეციალური მოწყობილობებიც, მაგალითად, სარეცხი აპარატები ან სავლებები რომლებიც ბოთლებისა თუ სხვა ჭურჭლის რეცხვისა და დეზინფექციისთვის გამოიყენება. ისინი ამარტივებს პროცესს, იდეალურად ასუფთავებს შიგთავსს და ზოგავს როგორც დროსა თუ ენერგიას, ისე სადეზინფექციო საშუალებებს.
რა თქმა უნდა, აუცილებლად დაგჭირდებათ სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჯაგრისებიც, რომლებიც დაგეხმარებათ, ყველაზე რთულად მისადგომი ნაწილებიც კი საუკეთესოდ გასუფთავდეს.
აქციეთ ეს რჩევები ღვინის დაწურვისა და დაყენების აუცილებელ ნაწილად. მათი დახმარებით, მართლაც საუკეთესო ღვინოს დაამზადებთ და თქვენი, როგორც მეღვინის გამოცდილებასაც გაამდიდრებთ. და რადგან ახლა რთველის სეზონისთვის დომინოშიც განსაკუთრებული სამზადისი გვაქვს, გვესტუმრეთ და თქვენი ჭურჭლისა და მოწყობილობების მოვლის საშუალებები ჩვენს კონსულტანტებთან ერთად შეარჩიეთ.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი