დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა უნდა იცოდე სამომხმარებლო სესხის ვადის 4 წლამდე გახანგრძლივების შესახებ

რა უნდა იცოდე სამომხმარებლო სესხის ვადის 4 წლამდე გახანგრძლივების შესახებ

04-11-2023 11:00:11

გიზიარებთ ბოლოგს: საქართველოს ბანკს მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს – ახლა უკვე სამომხმარებლო სესხის აღება მაქსიმუმ 4 წლის ვადით არის შესაძლებელი, ნაცვლად 3 წლისა, როგორც ეს ადრე იყო.

სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადის გახანგრძლივება შეიძლება ნიშნავდეს, რომ:

  • თუ აქამდე გქონდა ხელმისაწვდომი თანხა – შენ შეგიძლია ისარგებლო გაზრდილი საკრედიტო შესაძლებლობებით და გაიაქტიურო სასურველ დროს
  • თუ აქამდე არ გქონდა დარჩენილი საკრედიტო შესაძლებლობები – გაიაქტიურო სასურველი თანხა, რომელზეც აქამდე ხელი საერთოდ არ მიგიწვდებოდა
  • თუ არსებული სესხი 3 წლამდე ვადით გქონდა – გადაფარო კრედიტი და შეიმცირო ყოველთვიური გადასახადი

სესხის მაქსიმალური ვადის გახანგრძლივება ბიუჯეტის შედგენის, ფინანსური მომავლის უკეთესად დაგეგმვის და მიზნების უფრო სწრაფად მიღწევის საშუალებას გაძლევს, რადგან სურვილებზე უარის თქმა აღარ მოგიწევს და მეტის გაკეთებას უფრო სწრაფად შეძლებ.

განახლებული საკრედიტო პირობებით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ყველა ფილიალსა თუ ციფრულ არხში, მათ შორის: მობილბანკში, ინტერნეტბანკსა და ვებ-გვერდზე. ეფექტური 18.5%-დან.

იმ შემთხვევაში, თუ გაინტერესებს, რა მოცულობის სესხია შენთვის ხელმისაწვდომი, შეგიძლია საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში საკუთარ საკრედიტო შესაძლებლობებს გაეცნო და საკრედიტო შეთავაზებაც იქვე, მარტივად გაიაქტიურო.  

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები