დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ცვლილებები ამოქმედდება მართვის მოწმობის გამოცდებზე 1-ელი სექტემბრიდან - დეტალები

რა ცვლილებები ამოქმედდება მართვის მოწმობის გამოცდებზე 1-ელი სექტემბრიდან - დეტალები

19-08-2023 14:20:38

მართვის მოწმობის გამოცდაზე, პრაქტიკული ნაწილის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება.

შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა  გათვალისწინებული და ის 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

მოთხოვნა გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.

სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმებასთან დაკავშირებით გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატისათვის შერჩევითად შეიძლება შემდეგი დავალებები მისცენ:

„B“ კატეგორიის საგამოცდო ავტომობილზე:

  • განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა
  • განმარტოს, როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა
  • განმარტოს, როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა
  • განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა
  • განმარტოს, სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ
  • განმარტოს, როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა
  • განმარტოს, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა
  • განმარტოს, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა
  •  განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა
  • განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა
  •  განმარტოს, როგორ მოწმდება ფარებისა და შუქამრეკლების მწყობრში ყოფნა
  • განმარტოს, როგორ მოწმდება მუშაობს თუ არა საავარიო შუქსიგნალიზაცია
  •  განმარტოს, როგორ მოწმდება მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე
  • განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს მათში რეკომენდებული ჰაერის წნევის არსებობაში
  •  განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში
  • აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე
  •  აჩვენოს, სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი
  • აჩვენოს, როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა
  •  აჩვენოს, სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე
  •  აჩვენოს, სად მდებარეობს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი

„BE“ კატეგორიის საგამოცდო ავტომობილზე:

  • განმარტოს, როგორ უნდა დაიტვირთოს და დამაგრდეს ტვირთი უსაფრთხოდ მისაბმელზე
  • განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში
  • განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს საბურავების საერთო მდგომარეობის უსაფრთხოებაში
  • განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა
  • განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა
  •  აჩვენოს, როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა
  • აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე
  • აჩვენოს, როგორ მოწმდება, არის თუ არა სატრანსპორტო საშუალების და მისაბმელის კარი სანდოდ და უსაფრთხოდ დაკეტილი

 „C“ და „D“ კატეგორიების/„C1“ და „D1“ ქვეკატეგორიების საგამოცდო ავტომობილებზე:

  • განმარტოს, უსაფრთხოების ძირითადი ფაქტორები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების დატვირთვის დროს
  • განმარტოს, როგორ მოწმდება შუქამრეკლების გამართული მუშაობა
  •  განმარტოს, როგორ მოწმდება საქარე მინისა და ფანჯრების მდგომარეობა 
  •  განმარტოს, როგორ მოწმდება საშხეფარების (ფრთები) გამართულობა სატრანსპორტო საშუალებაზე
  • განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს მათში რეკომენდებული ჰაერის წნევის არსებობაში 
  •  განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში
  • განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს საბურავების საერთო მდგომარეობის უსაფრთხოებაში
  •  განმარტოს, როგორ მოწმდება მინამრეცხის მდგომარეობა
  • განმარტოს, როგორ მოწმდება ავტომობილის ძარის გამართულობა
  • განმარტოს, როგორ მოწმდება ჰაერის სათანდო წნევა სამუხრუჭე სისტემაში
  •  განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა
  •  განმარტოს, როგორ მოწმდება, რომ თვლების ქანჩები სათანადოდ არის მოჭერილი
  • განმარტოს, როგორ მოწმდება სატრანსპორტო საშუალების დაკიდების სისტემის მდგომარეობა
  •  განმარტოს, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა
  •  განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა
  • განმარტოს, როგორ მოწმდება ფარების მწყობრში ყოფნა 
  • განმარტოს, როგორ გამოიყენებს მოცემული სატრანსპორტო საშუალების ამწე მექანიზმს
  • განმარტოს, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა 
  • განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა
  • განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა
  •  განმარტოს, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე რა უნდა შემოწმდეს ძრავის ჩართვამდე
  •  განმარტოს, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე რა მაჩვენებელი უნდა შემოწმდეს ძრავის ჩართვის შემდეგ
  • აჩვენოს, სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი
  • აჩვენოს, როგორ მოწმდება, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა კარი, მათ შორის, სატვირთო განყოფილების კარი, არის დახურული
  • აჩვენოს, როგორ მოწმდება, არის თუ არა საჰაერო სისტემაში გაჟონვა
  • აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე
  •  აჩვენოს, ტაქოგრაფში როგორ გამოცვლის მონაცემების აღრიცხვის მატარებელს
  • აჩვენოს, სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე

შეგახსენებთ, რომ  სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი 2022 წლის 25 აპრილიდან ამოქმედდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები