სექტემბერში მომხმარებელი მაინც ზღვაზე დასვენებას ანიჭებს უპირატესობას, აცხადებს Business Insider Georgia-თან ტურისტული კომპანია „გოუ ტურის“ დამფუძნებელი ნინო წიკლაური.
მისივე თქმით, თურქეთის საზღვაო კურორტები ქართველო დამსვენებლებისთვის სექტემბერშიც ნომერ პირველ მიმართულებად რჩება.
„სექტემბერში „გოუ ტურის“ შემთხვევაში კვლავ აქტიურადაა მოთხოვნა ზღვისპირა კურორტებზე. ე.წ. ხავერდოვან სეზონზე მომხმარებელი ისევ ზღვაზე დასვენებას ანიჭებს უპირატესობას. მოთხოვნა ეხება არა მხოლოდ თურქეთის მიმართულებას.
თურქეთის მიმართულებაზე აქტიურია მოთხოვნები კუშადასზე, ბოდრუმსა და ანტალიას ტურებზე. ბევრი ჯავშნები კეთდება სექტემბერში საბერძნეთის მიმართულებებზე. აქტიურია კვიპროსი, კერძოდ აია ნაპას ტურები.
სექტემბერში ასევე მოთხოვნები არის ევროპისა და სტამბულის ტურებზე, მაგრამ გამოკვეთილი მაინც ზღვის კურორტებზე დასვენებაა.
რაც შეეხება ევროპულ ქალაქებს, რაზეც არის მოთხოვნა და ჯავშნები კეთდება, გარკვეულწილად დაკავშირებულია საზღვაო დასვენებასთან.
ასე მაგალითად, სექტემბერში ევროპული ტურებიდან მოთხოვნადია ბარსელონა, საიდანაც კოსტაბრავაზე გადადიან. გოუ ტურის შემთხვევაში მოთხოვნაა იტალიაზეც, ეს ძირითადად კულტურული ტურებია, მაგრამ გარკვეულ ბმაშია ზღვასთანაც, რადგანაც ტურისტები სამხრეთ იტალიაში გადადიან.
მოთხოვნადია მალტაც. მალტა საზღვაო დასვენების პარალელურად აქტიური ადგილია კულტურული და შემეცნებითი ტურებისთვის. ითვლება, რომ მალტა კომბინირებული ტურია“, - ამბობს წიკლაური.
„გოუ ტურის“ დამფუძნებლის განმარტებით, სექტემბრის მეორე ნახევრიდან ფასები შედარებით მცირდება. თუ თურქეთის მაგალითზე 1 კვირიანი ტური მაღალი დონის სასტუმროში 2500-3000 ლარი ღირდა, სექტემბრის შუა რიცხვებიდან უკვე იგივე ტურის ფასი 1700-2000 ლარია.
რაც შეეხება ევროპის ტურებს, მომხმარებელი ჯავშნებს მაინც ნაადრევად აკეთებს. ევროპაშიც სექტემბრიდან ფასები მცირდება.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილ
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა