დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა თანხა დახარჯეს ქვეყანაში შიდა ტურისტებმა - ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა

რა თანხა დახარჯეს ქვეყანაში შიდა ტურისტებმა - ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა

13-09-2023 18:00:47

2023 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 233.3 მილიონი ლარით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, აღნიშნული მაჩვენებელი 11.8 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 10.5 პროცენტით და 145.8 ლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 289.6 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 600.2 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 13.8 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 24.9 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

რაც შეეხება 2023 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 244.7 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი კი 16.5 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 10.4 პროცენტით და 167.9 ლარს უტოლდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები