დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებს სთავაზობს „ლოპოტა სპა რეზორტი“ ტურისტებს ივნისში

რა სიახლეებს სთავაზობს „ლოპოტა სპა რეზორტი“ ტურისტებს ივნისში

07-06-2023 12:12:44

მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონს „ლოპოტა სპა რეზორტი“ განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება და ივნისის თვეში ახალი შეთავაზებების პაკეტი გამოაქვს: 

შეთავაზება N1 : 25% -იანი ფასდაკლება მთელი ივნისის განმავლობაში - ნომერზე საუზმით ან სამჯერადი კვებით, მინიმუმ 2 ღამის ან 2 ნომრის დაჯავშნისას შაბათის გარდა, ხოლო 3 ღამის დაჯავშნის შემთხვევაში - შაბათის ჩათვლით

შეთავაზება N2: 11-15 ივნისი - ნომერი 2 ან 3 ადამიანზე (კვების გარეშე) - 350 ₾

შეთავაზება N3: განსაკუთრებული პირობები ივნისის იუბილარებისთვის - სტანდარტულ 3-ადგილიან ნომერში,1 სტუმრის განთავსება საუზმით, 165 ლარი. საჩუქრად - ფერადი კოქტეილები Ike Asian Fusion-ში.

„არ გადადოთ ზაფხულის თავგადასავლების დაწყება ლოპოტაზე - მზე და აუზები სიმწვანეში, იოგასესიები მზის ჩასვლისას, სხვადასხვა კონცეფციით მომზადებული კერძები, განტვირთვა სპაში თუ საუნაში, ცხენზე ჯირითი თუ კვადრო ტური - მრავალფეროვანი თავგადასავლები გელით“, - აცხადებენ „ლოპოტა სპა რეზორტში“.

„ლოპოტა სპა რეზორტში“ აცხადებენ, რომ  2022 წლის სტატისტიკით სტუმრების 60%-ი ადგილობრივი იყო, ხოლო დარჩენილი 40%-ი საერთაშორისო ტურიზმზე მოდიოდა. ტურისტული ობიეტის სერვისებით კი ძირითადად გალფის ქვეყნები, ისრაელი და მეზობელი ქვეყნები ინტერესდებიან.

იგივე თემაზე: 

რა სიახლეებით ხვდება „ლოპოტა სპა რეზორტი“ ზაფხულის ტურისტულ სეზონს

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები