დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებს სთავაზობს „ეშლი ჰოუმსთორი“ მომხმარებლებს

რა სიახლეებს სთავაზობს „ეშლი ჰოუმსთორი“ მომხმარებლებს

12-07-2023 17:00:45

ამერიკული ავეჯის ბრენდი Ashley Home Store (ეშლი ჰოუმსთორი) -მ ქართველი მომხმარებლებისთვის აუთლეტი მოაწყო, სადაც დიდი ფასდაკლებით გაიყიდება ავეჯი, ბინის დეკორი და აქსესუარები. აქცია 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც Business Insider Gerogia- თან „ეშლი ჰოუმსთორის" გენერალურმა მენეჯერმა გიორგი დაბრუნდაშვილმა განაცხადა, მყიდველები ასევე ფასდაკლების სპეციალური ვაუჩერებით ისარგებლებენ, რომელიც მეორე ადა ყოველ მომდევნო შენაძენზე გადაეცემათ.

„აუთლეტის ფარგლებში მოწყობილია სექტორული ზონა, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული ფასებია. ამით შევეცადეთ, რომ ჩვენი პროდუქცია საქართველოში მეტი ადამიანისთვის გაგვეხადა ხელმისაწვდომი. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ავეჯი, სახლის დეკორი, სხვადასხვა აქსესუარი და სხვა, მოიწყოს ბინა და მაღალი დონის კომფორტი შეიქმნას. 12 ივლისს დაიწყო აქცია და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ძალიან ბევრი ახალი კოლექცია შემოგვივიდა და გადავწყვიტეთ, აუთლეტი მოგვეწყო. ყველას აინტერესებს მისაღებ ფასად ხარისხიანი ავეჯის ყიდვა. შესაბამისად, მაღალ აქტიურობას ველოდებით. ერთი ნივთის შეძენის შემთხვევაში, მეორესა და ნებისმიერ მომდევნო შენაძენზე დამატებით ფასდაკლების ვაუჩერებს გადავცემთ“, - ამბობს გიორგი დაბრუნდაშვილი.

მისი ინფორმაციით, გარდა აუთლეტისა, იგეგმება სხვა სიახლეების დამატება, რაზეც მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად გახდება ცნობილი. Ashley Home Store მაღალბიუჯეტური საერთაშორისო მაღაზიაა.

მაღაზიის გენერალური მენეჯერის თქმით, ყველა პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია ოფიციალურ შოურუმებში, შემოწმებულია ლაბორატორიულად კონსტრუქციის სიმყარეზე, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე და ფლობს შესაბამის AFHA სერტიფიკატს.

ამერიკული ბრენდი Ashley Home Store ქართულ ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა. ბრენდი 4 ფილიალით არის წარმოდგენილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები