დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეები გელოდება მობილბანკში წინასაზაფხულოდ

რა სიახლეები გელოდება მობილბანკში წინასაზაფხულოდ

25-05-2024 14:37:00

გიზიარებთ ბლოგს: ნანატრი ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი განწყობაც იცვლება: ვიწყებთ მზადებას დასვენებისა და გართობისთვის. სწორედ ამიტომ, წინასაზაფხულოდ ყველაზე მეტად გვჭირდება სასიამოვნო სიახლეები, განსაკუთრებული შეთავაზებები და, რატომაც არა — საჩუქრებიც.

ამ ყველაფერმა კი ისევ მოიყარა თავი საქართველოს ბანკის მობილბანკში. აპლიკაციის სიახლეები კიდევ უფრო გაგიმარტივებს ყოველდღიურობას და წინასაშვებულებო გაწამაწიასაც შეგიმსუბუქებს. მაშ ასე, აი, რა დაგხვდება განახლებულ მობილბანკში:

საჩუქრების კამპანია

ეს სიახლე, როგორც „გემრიელი ლუკმა“, ალბათ ბოლოსთვის უნდა შემოგვენახა, მაგრამ გულმა არ მოგვითმინა. შეიძლება ჩვენი სხვა ბლოგიდან კიდეც შეიტყვე უკვე ამ ამბის შესახებ.

საქმე ისაა, რომ ახალ და დაბრუნებულ მომხმარებლებს მობილბანკში განსაკუთრებული საჩუქრები დახვდებათ. თუკი მობილბანკი ჯერ კიდევ არ გადმოგიწერია, აპლიკაცია ბოლო სამი თვეა (1-ელ მაისამდე) არ გაგიხსნია, ან სულაც საქართველოს ბანკის მომხმარებელი არ ხარ, ეს შეთავაზება სწორედ შენ გეხება.

აპლიკაციაში რეგისტრაციის გავლის მერე ან 3-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებისას, შენთვის პირველი სიურპრიზი არის საბანკო ნაკრები საჩუქრად ან გაუმჯობესებული პირობებით. ნაკრები თითქმის ყველა საჭირო საბანკო პროდუქტს აერთიანებს, მათ შორის, ბარათის სტანდარტულ დაცვას, სხვა ბანკში საკომისიოს გარეშე გადარიცხვას (ლიმიტის ფარგლებში), ავტომატურ გადახდებსა და სხვა.

ამას გარდა, მიიღებ 1000 PLUS ქულას. PLUS ქულები საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამაა — მათი დაგროვება ყოველი გადახდით შეგიძლია, მერე კი დაგროვებულ ქულებს სასურველ შეთავაზებებში გადაცვლი ან გადახდის მეთოდად გამოიყენებ (400 PLUS ქულა 1 ლარია).

ნაკრებთან და PLUS ქულებთან ერთად, მომდევნო კვირების განმავლობაში მიიღებ მარტივ დავალებებს, რომელთა საშუალებითაც მობილბანკის აპლიკაციას და მის შესაძლებლობებს უკეთ გაიცნობ. დავალებების შესრულების შემდეგ, გახსნი ყუთს, რომელშიც ამოგივა სხვადასხვა საჩუქარი, მაგალითად, გაოცმაგებული PLUS ქულების დაგროვების შესაძლებლობა, 10 000 ან სულაც მილიონი PLUS ქულაც კი. სააქციო საჩუქრებზე უფრო მეტს ამ ბლოგში გაიგებ.

ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა ნაწილ-ნაწილ გადახდით და ქულებით

სასაჩუქრე ბარათებზე ხომ გსმენია? შეიძლება უკვე გამოგიყენებია კიდეც. ეს არის ციფრული ვაუჩერი, რომელიც შეგიძლია მობილბანკში მარტივად შეიძინო და ადრესატს მისალოცი ტექსტით გაუგზავნო. სასაჩუქრე ბარათების გამოყენება უამრავ პარტნიორ მაღაზიასა და ობიექტშია შესაძლებელი.

ამიერიდან კი, სასაჩუქრე ბარათები შეგიძლია ნაწილ-ნაწილ გადახდით, PLUS ან MR ქულებით შეიძინო. მას შემდეგ, რაც სასურველ მაღაზიასა და ბარათს აირჩევ, მომდევნო გვერდზე აპლიკაცია შეგეკითხება, რა მეთოდით გსურს გადახდა. აქვე გამოჩნდება, რამდენია ნაწილ-ნაწილ გადახდის ლიმიტი შენთვის. თუ მას აირჩევ, ნახავ გადახდის გრაფიკსაც და სურვილისამებრ დაეთანხმები.

სასაჩუქრე ბარათები შეგიძლია ასევე შეიძინო ხელმისაწვდომი PLUS ან MR ქულებით. მობილბანკის „ჩემი სივრციდან“ ისედაც ნახავ, რა თანხას უტოლდება შენი დაგროვებული ქულები. გადახდის გვერდზე კი ქულები ავტომატურად დაკონვერტირდება და მარტივად შეიძენ სასურველ სასაჩუქრე ბარათს.

თანხის განაღდება QR კოდით

რამდენჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა სახლიდან გარეთ გასულს ნაღდი ფული სასწრაფოდ დაგჭირდა, მაგრამ ბარათი თან არ გქონია, რომ ბანკომატიდან თანხა გამოგეტანა? ასეთი უხერხულობების თავიდან ასაცილებლად, მობილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა — თანხის განაღდება QR კოდით.

ეს ამბავიც ძალიან მარტივია: ბანკომატის ეკრანზე გამოსახულ QR კოდს აპლიკაციიდან დაასკანერებ (დასასკანერებელ ღილაკს ზედა მარცხენა კუთხეში იპოვი), შემდეგ კი, მობილბანკიდან გააგრძელებ პროცესს: აირჩევ, რომელი ბარათიდან რა თანხის განაღდება გსურს.

ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ სარგებლობ მობილბანკით, გადმოწერე აპლიკაცია Android ან iOS მოწყობილობისთვის და გაიმარტივე ყოველდღიურობა.

მობილბანკზე სიახლეებს შეგიძლია თვალი ადევნო ჩვენს ბლოგზეც.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები