დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შეუმსუბუქებს შრომას ქართველ ფერმერებს?

რა შეუმსუბუქებს შრომას ქართველ ფერმერებს?

22-05-2024 16:34:00

პასუხი მარტივიაჭკვიანი ტექნოლოგიები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სპეციფიკურსაჭიროებებზეა მორგებული და მართვის მოსახერხებელი სისტემით გამოირჩევა

თანამედროვე, სწრაფად განვითარებად გარემოში, სოფლის მეურნეობა მაქსიმალურად ეფექტიანიუნდა იყოს, ამიტომ აგროსექტორში ჭკვიანი ტექნოლოგიები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამავდროულად, წარმატების შესანარჩუნებლად ფერმერები სიახლეებისთვის უნდა იყვნენ მზად, რისთვისაც სჭირდებათ ტექნიკა, რომელიც გამოწვევებს უპასუხებს.

სწორედ ასეთ მომსახურებასა და პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს ფერმერებს გერმანულიკომპანია Fendt, რომელსაც საქართველოში ოფიციალურად თეგეტა აგრი წარმოადგენს. მათიტრაქტორები სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული, გამოირჩევა ტექნიკური მონაცემებით, ზუსტიინჟინერიითა და საწვავის ოპტიმალურად მოხმარებით.

Fendt-ის ტრაქტორები აღჭურვილიაძლიერი ძრავებით, მოწინავე გადაცემის სისტემებით და კარგად არის მორგებული ისეთ ამოცანებზე, როგორებიცაა ხვნა და ნიადაგის მომზადება. ერთ-ერთი თვალსაჩინო მახასიათებელი Vario-გადაცემათა კოლოფია, რომელიც სიჩქარის რეგულირების საშუალებას იძლევა და საწვავისოპტიმალურ მოხმარებას უზრუნველყოფს. Fendt-ის გუნდი ხუმრობს, რომ მათი ტექნიკა საწვავს კი არმოიხმარს, „არამედ ჰიდრავლიკურ სითხეს, რომელიც Fendt-ის ტრაქტორის ვენებში მიედინება“.

ტრაქტორები თავსებადია ტექნოლოგიებთან, რომლებიც გამოიყენება სასუქების, პესტიციდებისა დაჰერბიციდებისთვის. კომბაინები კი მაღალი წარმადობითა და სეპარაციის სისტემით გამოირჩევა. ესფუნქციები ქიმიური მოხმარების, გარემოზე ზემოქმედებისა და მოსავლის დანაკარგის მინიმუმამდედაყვანას უზრუნველყოფს.

კომპანია ფერმერებს სთავაზობსსხვადასხვა ხელსაწყოს ნიადაგის მომზადებისა და კულტივირებისთვისაც, რაც მათ საშუალებასმისცემს, აწარმოონ მაღალი ხარისხის საკვები პირუტყვისთვის და დანაკარგები შეამცირონ. ასევე, ციფრულ გადაწყვეტილებებს ფერმის მონაცემთა მართვისა და ოპტიმიზაციისთვის. შედეგად, Fend”-ის ტექნიკა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობასა დამდგრადობას.

თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებისშეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მონაცემები, არამედ საველე პირობებში მათიეფექტიანობა. ამ მხრივ, კომპანიას კარგი რეპუტაცია აქვს და ფერმერების მეგობარსაც უწოდებენ. მომხმარებლები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ტრაქტორებით, ამბობენ, რომ ის ეფექტურიასხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიურად მოიხმარსსაწვავს, ეს კი ფინანსურ სტაბილურობას უწყობს ხელს. მათივე შეფასებით, ეფექტურია GPS სისტემებიც და თუ ერთხელ სწორად დააპროგრამებთ ტრაქტორს თქვენი მიწის ფორმასა და ზომაზე, სამომავლოდ ეს ცხოვრებას გაგიმარტივებთ. ფერმერებისთვის მიმზიდველია ოპერაციულისისტემაც, რომელიც მონაცემების გაანალიზებას უზრუნველყოფს, და საგარანტიო პირობებიც, რაცხარისხზე სანდოობას ზრდის.

კომპანიას დადებითი შეფასებები აქვს ექსპერტებისგანაც, რომლებიც ტესტდრაივზე აგებენ პასუხს: მათი შეფასებით, Fendt ტრაქტორები ყოველთვის კარგად გადის ტესტირებას და ლიდერობსტექნიკური მონაცემებით, კარგად შერჩეული დიზაინი კი, მძღოლის მიერ შიდა სივრცის ეფექტურადათვისებას უწყობს ხელს.

თეგეტა ჰოლდინგისშვილობილი კომპანიის, „Tegeta Construction Equipment”-ის ახალიმიმართულება, თეგეტა აგრი 2023 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევროპულიდა ამერიკული ბრენდებით ამარაგებს ქართულ ბაზარს. კომპანია ოფიციალურადწარმოადგენს ისეთ მსხვილ აგრო ტექნიკის მწარმოებელ ბრენდებს როგორიცაა: Fendt, Valtra, Goldoni, JCB და Zetor-. „თეგეტა აგრის“ „Fendt”-ისა და „Valtra”- ოფიციალურიდისტრიბუტორის სერტიფიკატიც გადაეცა, ორივე მათგანი გაერთიანებულია ამერიკულკორპორაციაAGCO”-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისწარმოება-რეალიზაციის მხრივ მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები