მიმდინარე წელს ოქროს ექსპორტიდან საქართველომ 57,712.39 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. აღნიშნული მაჩვენებლები კი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან 1.1%-იან ზრდას აჩვენებს, რადგანაც 2022 წლის 8 თვეში ქვეყანამ 57,057.15 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გაყიდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტზე 1.83 ტონა ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით გავიდა.
რეალურად 8 თვეში გაყიდული დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო სულ 3 ქვეყანაში გადაიზიდა, საიდანაც ლიდერი შვეიცარიაა, რომელზეც ამ მადნის ექსპორტის 88%-ი მოდის.
სად გაყიდა საქართველომ ოქრო (ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით)
ბოლო წლების სტატისტიკით ყველაზე მეტი ოქროს ექსპორტი 2010 წელს დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ ექსპორტზე 117,646.68 ათასი დოლარის ღირებულების 7.19 ტონა ოქრო გაიტანა.
უახლესი
10 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს29 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”