დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სფეროებშია მოსალოდნელი საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერება

რა სფეროებშია მოსალოდნელი საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერება

29-10-2023 18:00:52

უზბეკეთისა და საქართველოს შორის ეკონომიკური და ლოგისტიკური კავშირები ვითარდება. საქართველოში ვიზიტისას უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი ილხომ მახკამოვი საქართველოს ვიცე-პრემიერსა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა.

უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ილხომ მახკამოვის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განიხილეს უზბეკეთსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ურთიერთობების განვითარების არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები.

კერძოდ, განიხილეს ორ ქვეყანას შორის რეგულარული ფრენების რაოდენობის ზრდა და ახალი ფრენების გახსნის შესაძლებლობა.

მინისტრმა ილხომ მახკამოვმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოდან სამარყანდში საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების ინიციატივის მიმართ.

ლევან დავითაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა უზბეკეთის მეწარმეების მონაწილეობით შეუქმნას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე პორტებისა და ტერმინალების მშენებლობისთვის საჭირო პირობები და გაუწიოს პრაქტიკული მხარდაჭერა არსებული პორტების ეფექტურად გამოყენებაში.

მხარეებმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას საერთაშორისო ტრანსპორტზე ნებართვების გაცვლის თაობაზე.

როგორია საქართველო- უზბეკეთის ეკონომიკური კავშირები - ვაჭრობა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 8 თევში საქართველოდან უზბეკეში უფრო მეტი პროდუქცია( 69,461.2 აშშ დოლარი) გვიდა ვიდრე შემოვიდა (35,381.1 აშშ დოლარი). 

ექსოპრტი საქართველოდან უზბეკეთში 2023 წლის 8 თვე (ათასი აშშ დოლარი): 

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $37,327.6
  •  სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - $ 5,398
  • მინერალური და მტკნარი წყლები - $4,987.9
  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - $2,875.4
  •  სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $2,105.2
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - $2,095.8
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი -$1,972.5
  • მსუბუქი ავტომობილები - $1,731.1
  • პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - $1,430.0
  • ხორცი და საკვები სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - $1,064.7
  • დანარჩენი საქონელი - $8,472.3

იმპორტი უზბეკეთიდან საქართველოში 2023 წლის 8 თვე (ათასი აშშ დოლარი) : 

  • მავთული სპილენძისა 12,919.4
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 6,610.5
  • პარკოსანი ბოსტნეული გამხმარი -2,638.3
  • პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 2,427.2
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1,892.4
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველობით - 1,439.8
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 1,152.8
  • ყურძენი, ახალი ან გამხმარი -  768.5
  • დაგრეხილი მავთული და ანალოგიური ნაწარმი სპილენძისაგან, ელექტროიზოლაციის გარეშე - 481.5
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 461.2
  • დანარჩენი საქონელი - 4,589.5

იგივე თემაზე: 

უზბეკეთი საქართველოს  მნიშვნელოვანი პარტნიორია - ლევან დავითაშვილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები