ყველა პერიოდში აქტიური, პრემიუმ კლასის Hotel Gistola in Mestia ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით ემზადება. ზაფხულში ტურისტული კომპლექსი 70% -ით იყო დატვირთული.
როგორც სასტუმროს მენეჯერი შოთა ფიფია Busienss Insider Georgia - თან ამბობს, ზამთარში ეს მაჩვენებელი გაიზრდება და მინიმუმ 80%-ს მიაღწევს, რა თქმა უნდა, თუკი სეზონისთვის შემაფერხებელი გარემოებები არ იჩენს თავს.
შოთა ფიფიას თქმით, სასტუმროში დღეს ყველა პირობაა იმისთვის, რომ ნებისმიერი გემოვნების მომხმარებლების ინტერესებს მოერგოს და მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნას დასვენებისთვის.
„რესტორანი, საუნა, უმაღლესი სტანდარტის ბასეინი, მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცეები - სრული კომფორტია ყველასთვის, ვინც დასასვენებლად მესტიას ირჩევს. თავისი ნიშა აქვს ოთახებსაც, რომელიც პრემიუმ სტანდარტისაა. ჯამში 53 ნომერია, რომელიც სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით.
ცალკე საკონფერენციო დარბაზი, ბავშვთა გასართობი სივრცე და სხვა, საკმაოდ მრავალფეროვანი სერვისია, რასაც სასტუმრო ტურისტებს მაღალი დონის დასვენებისთვის სთავაზობს“, - ამბობს შოთა ფიფია და დასძენს, რომ წლიდან წლამდე იზრდება სასტუმროს დატვირთვა და ტენდენცია მომავალ სეზონზეც გაგრძელდება.
„გახსნის წელს ,,გისტოლა“ 30%-ით იყო დატვირთული, მომავალ წელს დამატებით 20%-ით გაიზარდა და ასე წლიდან წლამდე, ამ ეტაპზე 70%-ით ვართ დატვირთული. ზამთრის სეზონი 15 დეკემბრიდან იწყება. ჩვენი ტრადიცია გაგრძელდება და სტუმრებს შევთავაზებთ საახალწლო საღამოს თავისი ბენდით და წამყვანით. იანვრის ბოლომდე მოთხოვნის ზრდას უფრო სათხილამურო სეგმენტიდან ველოდებით.
თებერვალ-მარტსა და აპრილში სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელი გვეყოლება, ფართო სპექტრს ვუმასპინძლებთ, თუკი რაიმე პრობლემა არ იჩენს თავს და ტურიზმს ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა ექნება, ზამთარში მინიმუმ 80%-იან დატვირთულობას ველოდებით“, - ამბობს შოთა ფიფია.
ცნობისთვის, Hotel Gistola in Mestia მესტიაში 2021 წელს გაიხსნა. სასტუმროს სახელწოდებად „გისტოლა“ მესტიაში, უშბაზე მაღალი მყინვარწვერის სახელიდან გამომდინარე შეირჩა, რომელიც ზღვის დონიდან 4 860 მეტრზეა.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი