დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სერვისებს და მომსახურებას სთავაზობს „სილქ ჰოსპითალიტის“ ობიექტები მომხმარებელს | შეთავაზებები

რა სერვისებს და მომსახურებას სთავაზობს „სილქ ჰოსპითალიტის“ ობიექტები მომხმარებელს | შეთავაზებები

09-09-2023 09:31:01

Business Insider Georgia WEEKEND-ის რუბრიკის ფარგლებში მომხმარებლებს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო შეთავაზებების შესახებ. ამჯერად კი აღნიშნული „სილქ ჰოსპითალიტის“ ობიექტებს შეეხება: 

Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel

წინანდალი მეხუთედ მასპინძლობს მუსიკალურ ფესტივალს. 10 სექტემბრის ჩათვლით მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები 25 კონცერტს ჩაატარებენ. თუმცა, ფესტივალის დასრულებისთანავე წინანდლის რედისონ ქოლექშენს განსაკუთრებული შეთავაზებები ექნება: 11-დან 14 სექტემბრის ჩათვლით, 1 ღამე - 395 GEL (ფასი შეიცავს საუზმესა და დღგ-ს) - ტერიტორიაზე მოქმედებს 2 საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, კორტები, ველოსიპედები, ვინოთეკა, ასევე რესტორნები: „ნათელა“, „პრინცი ალექსანდრე“, აზიური, ევროპული და ქართული მენიუები. ფასი ვრცელდება მინ. 2 ღამის დაჯავშნის შემთხვევაში.  +995 322 40 22 22

„რადისონ ქოლექშენში“ ოთახის დაჯავშნისას, შეგიძლიათ აირჩიოთ  სასურველი საჩუქარი: ღვინის დეგუსტაცია ან კულინარიული მასტერკლასი 2 ადამიანისთვის.

თუ წინანდლის მამულის ვილა ქოლექშენში გადაწყვეტთ დასვენებას შეგიძლიათ ისარგებლოთ სასტუმრო „რადისონ ქოლექშენის“ ყველა სერვისით - საუზმით, ღია და დახურული აუზებით, „ენ სემონინ სპას“ მომსახურებით, სასტუმროს მრავალფეროვანი რესტორნებით.

+995 350 277 700

შეთავაზებები აქვს წინანდლის პარკ ჰოტელს

13,14 სექტემბერს და 18-დან 21 სექტემბერის ჩათვლით 1 ღამის ფასი 195 ლარია. (ფასი შეიცავს საუზმესა და დღგ-ს)

ფასი ვრცელდება მინ. 2 ღამის დაჯავშნის შემთხვევაში +995 322 40 22 22

თბილისი

Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi

ცოცხალი მუსიკა, ლამაზი ხედი და გემრიელი კოქტეილები, გელოდებათ  უქმეებზე "ფილინი ტერასაზე".

9 Sept - Stimhalt

10 Sept - Saxy Jozz

„რადისონ ბლუ ივერიას” გარე აუზზე, ყოველდღე, დილის 11:00-დან ღამის 20:00-მდე სასიამოვნო გარემო გელოდებათ. ნებისმიერი დღის ფასი 100 ლარია, ხოლო 1 თვიან აბონემენტზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

არ გამოტოვოთ Anne Semonin სპას შეთავაზებები  https://annesemoninspa.ge/en#special-offer

კვების ობიექტს Republic 24 განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს უქმეებზე. ის 24 საათი მუშაობს და შეძლებთ გემრიელი კერძების დაგემოვნებას, უცხოელი სტუმრის თამამად დაპატიჟებას. თვალს მიადევნებთ პურის ცხობას თონეში,  Ბაჟე და ღომი, ყველი და პური, ლაღიძე და ხაჭაპური.... ეს ლეგენდარული ტანდემიც აქვე დაგხვდებათ.

ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდება მზიანი დღეები და „რესპუბლიკის“ ტერასაზე უგემრიელესი ბრანჩით გაგიმასპინძლდებიან უქმეებზე.  11:00-15:00 საათამდე - შეფების მომზადებული ბენედიქტი და საოცნებო მენიუ გელოდებათ.

ღამის კლუბი Noble Savage (რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშ) სეზონს შაბათს 9 სექტემბერს გახსნის. საღამოს 23:00 საათიდან აქ გერმანელი არტისტი Hugo Capablanca და ქართველი არტისტი Magrra წაუძღვებიან.

ბათუმი

Radisson Blu Hotel, Batumi

სპას ერთთვიანი აბონემენტით მიიღებთ ულიმიტო წვდომა სერვისებზე:

ღია და დახურული აუზი

ფიტნეს დარბაზი

სველი და მშრალი საუნა

15% ფასდაკლება სპა პროცედურებზე

15% ფასდაკლება რესტორნებში “უმამი” და “მედეა”

დამატებითი ინფორმაციისთვის 0422 25 55 55

ცოცხალი მუსიკის ფონზე  გემრიელი კოქტეილები და კომფორტული გარემო გელოდებათ უქმეებზე "რადისონ ბლუ ბათუმის" მე-19 სართულზე

დრო: 22:00 - 01:00   

ასევე განხლდა ტერასა „მედეა“ ბათუმის რედისონის 1 სართულზე

დაჯავშნა 0 422 25 55 55

შაბათს, 26 აგვისტოს, ბათუმის გამორჩეულ და კომფორტულ სანაპირო Iveria Beach-ზე 2023 წლის სეზონის დამაგვირგვინებელი ივენთია. Beka და Bene განსაკუთრებულ საღამოს მიუძღვნიან სტუმრებს და  მათთვის დამახასიათებელ მუსიკალურ ბითებს შეთავაზებენ მსმენელს.

ზაფხულის სამახსოვროდ, აქვე შეძლებთ სხვადასხვა პრინტით, ფერადი ნივთები შეიძინოთ: ჩანთები, მაისურები, საფულეები, პარეო.

აღსანიშნავია, რომ ს „სილქ ჰოსპიტალიტი“ სტუმარ-მასპინძლობის სექტორში 14 ობიექტს ფლობს:

Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi
Radisson Blu Hotel, Batumi
Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate
Park Hotel, Tsinandali Estate
Tsinandali Estate Winery
Casino Iveria, Tbilisi
Casino Iveria, Batumi
Republic Event Hall, Tbilisi
Republic Rooftop Restaurant-Bar-Terrace, Tbilisi
Restaurant Republic 24, Tbilisi
Noble Savage Club, Tbilisi
Iveria Beach Club, Batumi
Gate Night Club, Batumi
Neptune Sport Complex, Tbilisi

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილ

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები