2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ უზბეკეთში ექსპორტზე 38,314.77 ათასი დოლარი პროდუქცია გაიტანა, რაც 1,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებზე.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 5 თვეში საქართველოდან უზბეკეთი გატანილი პროდუქციის ექსპორტმა 37,737.89 ათასი დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველოდან უზბეკეთში ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - 111,103.88 ათასი დოლარი.
რას ყიდის საქართველო უზბეკეთში:
რაც შეეხება იმპორტს, მიმდნარე მაჩვენებლები 31.5%-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ უზბეკეთიდან 21,488.13 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 16,336.35 ათასი დოლარის.
უზბეკეთიდან იმპორტის კუთხითაც რეკორდული 2022 წელი იყო - 49,040.21 ათასი დოლარი.
რას ყიდულობს საქართველო უზბეკეთიდან:
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, უზბეკეთიდან საქართველოში წლიური ჭრილში ეს მონაცემი -25.73%-ით შემცირდა. ივნისში უზბეკეთიდან საქართველოში $1.10 მილიონი გადმოირიცხა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი ოფციალური ვიზიტით ჩამოვიდა.
უახლესი