დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა საკითხებზე იმსჯელებენ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე

რა საკითხებზე იმსჯელებენ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე

15-09-2023 10:29:58

დღეს, 15 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომის დღისწესრიგში სულ 19 საკითხია. საკითხების თითქმის 80%-ი სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გამოაქვს.

დღისწესრიგით მთავრობის სხდომაზე გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა:

  • საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
  • საქართველოს კანონების პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ მერაბ მამულაშვილისათვის აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ”;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ეცერისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მტკვარი ჰესისათვის” იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ”;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „კახეთის მზეს“ შორის ,,ბადიაურის მზის ელექტროსადგურის’’ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“-ს შორის „ღობიშური ჰესის“ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „ახალ ენერგიას“ შორის „ნოწარულა 2 ჰესის“ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ახალ ენერგიას’’ შორის ,,ნოწარული 3 ჰესის’’ შესახებ 2021 წლის 23 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებაში რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე”;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „სადმელი ჰესს“ შორის „სადმელი ჰესის“ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „რაჭა ჰაიდრო“ შორის „რიონი-ჭანჭახი ჰესის“ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯის“ შორის „დევაში ჰესის“ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „ჩერო ენერჯი-ვესტს“ შორის „ჩერო ენერჯის ქარის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ შორის „ცხენისწყალი 1 ჰესის“ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „ქარელი ვინდს“ შორის „ქარელის ქარის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს ,,ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“-ს შორის „ზესხო 1 ჰესის“ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ” (5 პროექტი);
  • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,ერთიანი ჯანმრთელობის სისტემის განვითარების 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები