რა საკითხებზე იმსჯელებენ დღეს მთავრობის სხდომაზე
09-10-2023 10:07:59
დღეს, 9 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის დღისწესრიგის თანახმად, მინისტრთა კაბინეტი დღეს 8 საკითხზე იმსჯელებს.
- საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ემდი ფროფერთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და სს „შატო მუხრანის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „სოფლის მეურნეობის განვითარების კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №1266 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
- საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ” (4 პროექტი).
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ საქართველოს ბაზარზე ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების შესახებ.
- საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
- საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების დამამზადებლებისა და იმპორტიორებისგან, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისგან მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების განსაზღვრის თაობაზე.