დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა საჩუქრები დახვდება ახალ და დაბრუნებულ მომხმარებელს მობილბანკში მაისიდან

რა საჩუქრები დახვდება ახალ და დაბრუნებულ მომხმარებელს მობილბანკში მაისიდან

19-05-2024 12:44:00

მობილბანკის ახალ და დაბრუნებულ მომხმარებლებს აპლიკაციაში განსაკუთრებული შეთავაზებები და საჩუქრები ელოდებათ. ასე რომ, თუ მობილბანკი ჯერაც არ გაქვს გადმოწერილი ან ბოლო სამი თვეა არ გისარგებლია აპლიკაციით, დრო მოვიდა, ამაზე იზრუნო.

რა შეთავაზებები და საჩუქრებია

წინა ბლოგში კამპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაცია გაგაცანით; 8-კვირიანი კამპანიის პირველი განსაკუთრებული შეთავაზება M საბანკო ნაკრების სამი თვით გააქტიურებაა: კამპანიის ფარგლებში, ახალ მომხმარებლებს 3 თვე უფასოდ გაუაქტიურდებათ საბანკო „M” ნაკრები, ხოლო მათთვის, ვინც ფასიანი ნაკრებით უკვე სარგებლობს, გაუმჯობესებულ პირობებს მიიღებს

თანაც სულ ეს არ არის: ყველა მომხმარებელი ვინც კამპანიაში ჩაერთვება 1 000 PLUS ქულას მიიღებს საჩუქრად!

PLUS ქულებზე თუ არ გსმენია, გეტყვით, რომ ეს არის საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა: მასში ჩართულია საქართველოს ბანკის ბარათის ყველა მფლობელი, ქულების დაგროვება კი ძალიან მარტივად, საქართველოს ბანკის ტერმინალზე PLUS ბარათით გადახდით ან სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის შესრულებით შეიძლება. მოგვიანებით, დაგროვებული PLUS ქულებით შეგიძლია პარტნიორ ობიექტებში გადაიხადო, ისარგებლო ფასდაკლებით ან ქეშბექის აქციით. 400 პლუს ქულა 1 ლარს უდრის.

დავუბრუნდეთ კამპანიის საჩუქრებს. პირველი საჩუქრის შემდეგ, ყოველკვირეულად, რვა კვირის განმავლობაში, აპლიკაციაში დაგხვდება სხვადასხვა მარტივი დავალება, რომელთა საშუალებით მობილბანკს და მის შესაძლებლობებს უკეთ გაიცნობ. დავალებების წარმატებით შესრულების შემთხვევაში აღმოაჩენ ყუთს, რომელშიც წინასწარ არ იცი, რა დაგხვდება, მაგრამ მოულოდნელი სიურპრიზით აუცილებლად დასაჩუქრდები.

აი, რა შეიძლება ამოგივიდეს ყუთში:

  • გასამმაგებული, გახუთმაგებული, გაათმაგებული ან გაოცმაგებული PLUS  ქულების დაგროვების შესაძლებლობა კვების ობიექტებში
  • გასამმაგებული, გახუთმაგებული, გაათმაგებული ან გაოცმაგებული PLUS  ქულების დაგროვების შესაძლებლობა მარკეტებში
  • 1 000 PLUS ქულა
  • 2 000 PLUS ქულა
  • 5 000 PLUS ქულა
  • 10 000 PLUS ქულა

ამ ყველაფრის გარდა, არის კიდევ ერთი საჩუქარი, რომელიც ყოველკვირეულად მხოლოდ ერთ მომხმარებელს შეხვდება — 1 000 000 PLUS ქულა, რომელიც 2 500 ლარს უტოლდება. ეს საჩუქარი კამპანიის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მიიღო.

როგორც გითხარით, კამპანიაში მხოლოდ მობილბანკის ახალი და დაბრუნებული მომხმარებლები ჩაერთვებიან. უფრო ზუსტად, ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ არიან მობილბანკის მომხმარებლები, ან ბოლო სამი თვეა (1-ელ მაისამდე), აპლიკაციაში არ შესულან.

კამპანიის მეშვეობით კი, აპლიკაციის ისეთ საინტერესო და გამოსადეგ ფუნქციონალებს თუ სერვისებს აღმოაჩენ, რომლებიც ყოველდღიურობას ერთიორად შეგიმსუბუქებს. აქვე შეგიძლია გაეცნო მობილბანკის სიახლეებს ჩვენს ბლოგზე.

მერე კი, თუ ჯერ კიდევ არ გეგულება მობილბანკი სმარტფონში, არ დაგავიწყდეს, გადმოწერო აპლიკაცია Android ან iOSმოწყობილობისთვის.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები