2023 წლის 9 თვეში პრივატიზებულია 1846.1 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწა, მათ შორის მოქმედი იჯარების პირდაპირი წესით გამოსყიდვის სახით, რომლის საპრივატიზებო თანხამ 4,9 მლნ. ლარი შეადგინა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი განმარტავს, სულ, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, პრივატიზებიდან მობილიზებული თანხების ჯამური მოცულობა 158,9 მლნ. ლარია.
ირკვევა, რომ 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ბიუჯეტში შესასვლელი საპრივატიზებო თანხა 75 942 403 ლარს შეადგენს.
„აქვე აღსანიშნია, რომ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 2023 წლის განმავლობაში გაიყიდა 47,5 მლნ. ლარის ღირებულების ქონება, მათ შორისაა 7,5 მლნ. ლარის ღირებულების სასოფლო სამეურნეო სავარგულები“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების ინტენსიური პროცესი კერძო ბიზნესის განვითარებასა და უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს.
უახლესი