საქართველოს ბანკი სხვადასხვა პროექტითა და შეთავაზებებით მცირე თუ დიდი ბიზნესების განვითარებასაქტიურად უწყობს ხელს. ახლახან ბიზნეს ასოციაცია SMEDA-თან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოსბანკის Ads მენეჯერში ბიზნეს მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზება გამოჩნდა. SMEDA მცირე დასაშუალო მეწარმეობის განვითარების პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში, რომელიც სხვადასხვაპროექტითა და ინიციატივებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესების ზრდა-განვითარებაზე ზრუნავს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით შექმნილი ბიზნეს შეთავაზებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები, რომლებიც Starta Business Club-ის წევრები არიან, Ads მენეჯერში შექმნილ შეთავაზებაზე 30%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ. Ads მენეჯერიმომხმარებლებისთვის სხვადასხვა ტიპის (ქეშბექი, ფასდაკლება, დამატებითი Plus ქულები და ა.შ.)შეთავაზების შექმნის საშუალებას იძლევა, ჯამში კი 1.4 მილიონზე მეტ ადამიანს შეგიძლია მისწვდე. ახალიშეთავაზების ფარგლებში, მაგალითად, თუ ბიზნესი შექმნის 50%-იან ქეშბექს და მომხმარებლებისთვისდასაბრუნებელი ექნება ჯამურად, შეთავაზების ფარგლებში — 1000 ლარი, ხარჯის 30%-ს აუნაზღაურებსსაქართველოს ბანკი. თანადაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი კი 500 ლარია.
ეკომეგობრული ხის სათამაშოების ქართული მაღაზია Kokito's toys ერთ-ერთი პირველია, რომელმაც Ads მენეჯერში შეთავაზების შექმნისას 30%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლა. Kokito's toys-ის ისტორიისა დაბიზნეს შეთავაზებით სარგებლობის მიზეზებზე სათამაშოების მაღაზიის თანადამფუძნებელი, ლალიკოგოგიბერიძე, გვესაუბრა.
"ხის სათამაშოების საწარმო კოკიტო ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა. ჩვენ ვაწარმოებთ ხის და სხვაეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებისგან ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე ორიენტირებულსათამაშოებს. ვფიქრობ, ყველაზე დიდი წარმატება კოკიტოსთვის იყო პირველი ექსპორტი, რომელიც 2022 წელს შედგა გერმანელ პარტნიორთან და მათ გავუგზავნეთ 200 ცალი საქანელა ცხენი. მას შემდეგექსპორტის მიმართულებით მუშაობას უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ჩვენ გვაქვს სათამაშოების სტენდი სითი მოლის გასართობ ცენტ მეჯიქ სითიშიდა უკვე ბაზარი ორბალიანზე კოკიტოს საბავშვო სივრცე, სადაც მშობლებს საშუალება ეძლევათ, დაგვიტოვონპატარები და თვითონ სასიამოვნო დრო გაატარონ. ჩვენს სივრცეში უამრავი განმავითარებელი სათამაშოა — მონტესორის ავეჯი, შემეცნებითი ბარათები, ქვიშის მაგიდა და ა.შ. ასევე, ჩვენთან თითქმის ყოველშაბათ-კვირას იმართება სხვადასხვა სახის ვორქშოპები და დაბადების დღის წვეულებები. კოკიტოსსათამაშოები წარმოდგენილია რამდენიმე ქსელურ მაღაზიაში, როგორიც არის პეპელა სუპერი, პეტიტბაზარი", — ამბობს ლალიკო გოგიბერიძე.
კოკიტოს სათამაშოების მაღაზია უკვე წლებია, საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელია. გამოცდილებასკი, რომელსაც საქართველოს ბანკი მომხმარებლებს ბიზნესის მიმართულებით, მათ შორის Ads მენეჯერისკუთხით სთავაზობს, ლალიკო გოგიბერიძე დადებითად აფასებს.
"საქართველოს ბანკთან ვთანამშრომლობთ პირველი მაღაზიის გახსნის დღიდან. საქართველოს ბანკი ხელსუწყობს ჩვენი მიზნებისა და პოტენციალის რეალიზებას. ბიზნეს ინტერნეტბანკი არის საკმაოდ მოქნილიაპლიკაცია, რომლითაც მარტივად ვაგვარებთ სხვადასხვა ტრანზაქციებს. საქართველოს ბანკისა და SMEDA-სპარტნიორობის ფარგლებში, Ads მენეჯერის შეთავაზებაც მოვიდა კოკიტომდე და რა თქმა უნდა, ამშეთავაზებაზე უარი არ ვთქვით. საქართველოს ბანკის თანამშრომლები კონტენტის აწყობაში დამეხმარნენ, გავმართეთ შეთავაზება SOLO ბარათის მფლობელებისათვის, მომხმარებლებისგან კი გამოხმაურება უკვეწამოვიდა და ველოდებით შედეგებს. დიდი მადლობა SMEDA-ს და საქართველოს ბანკს, ისინი ნამდვილადცდილობენ მცირე ბიზნესების განვითარებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების დანერგვას", — აღნიშნავს ლალიკო გოგიბერიძე.
თუ ჯერ არ იცი, როგორ გააკეთო შეთავაზება Ads მენეჯერით, დეტალურ ინფორმაციას აქ ნახავ.
უახლესი
2 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა