ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის მოხმარება (გამრიცხველიანებული სექტორი) საშუალოდ ერთ სულზე დღე-ღამის განმავლობაში 190 ლიტრს შეადგენს, ხოლო საშუალოდ ერთ აბონენტზე 439 ლიტრს. ამის შესახებ სემეკის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.
სემეკის ცნობით, წყლის მიწოდების ლიცენზიანტებიდან, გამრიცხველიანებული აბონენტების შემთხვევაში, ერთ აბონენტზე ყველაზე დაბალი მოხმარება აქვს შპს „საჩხერის წყალკანალს“, ხოლო ყველაზე მაღალი მოხმარებით შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აბონენტები გამოირჩევიან
ინფორმაცია გამრიცხველიანებული ერთი აბონენტისა და ერთი სულის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის შესახებ
1. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე - 251 ლიტრი
მოხმარება ერთ აბონენტზე - 521 ლიტრი
2. რუსთავის წყალი
მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე - 193 ლიტრი
მოხმარება ერთ აბონენტზე - 466 ლიტრი
3. მარნეულის სოფწყალი
მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე - 118 ლიტრი
მოხმარება ერთ აბონენტზე - 360 ლიტრი
4. ბათუმის წყალი
მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე - 151 ლიტრი
მოხმარება ერთ აბონენტზე -389 ლიტრი
5. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე - 157 ლიტრი
მოხმარება ერთ აბონენტზე - 382 ლიტრი
6. საგარეჯო
მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე - 115 ლიტრი
მოხმარება ერთ აბონენტზე - 298 ლიტრი
7. საჩხერის წყალკანალი
მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე - 157 ლიტრი
მოხმარება ერთ აბონენტზე - 255 ლიტრი
(აბონენტი - პირი ან პირთა ჯგუფი, რომელიც დარეგისტრირებულია კომუნალურ კომპანიაში მომსახურების მომღებად)
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მოქმედ ლიცენზიანტებს შორის შპს „ქობულეთის წყალსა“ და შპს „სოგურს“, არ ჰყავთ საყოფაცხოვრებო გამრიცხველიანებული მომხმარებლები. შესაბამისად, მათ შესახებ ინფორმაცია არ არის ასახული.
„აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში ისეთი მომხმარებლები, რომლებსაც შედარებით ნაკლები პერიოდულობით მიეწოდებათ სასმელი წყალი, უფრო მეტ წყალს მოიხმარენ. მაგალითად, კახეთის რეგიონში წყალმომარაგების საშუალო გრაფიკი შეადგენს 21 საათს, ხოლო წყლის ხარჯი დღე-ღამის განმავლობაში ერთ სულზე - 171 ლიტრს, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, სადაც 24- საათიანი წყალმომარაგებაა, დღე-ღამის განმავლობაში ერთ სულზე სასმელი წყლის მოხმარება შეადგენს 113 ლიტრს.
შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სასმელი წყლის ხშირი წყვეტები და წყალმომარაგების გრაფიკი აიძულებს მომხმარებლებს, მიმართონ სხვადასხვა ზომას, მათ შორის, შექმნან სასმელი წყლის მარაგები, რაც ზრდის სასმელი წყლის მოხმარების მაჩვენებელს“, - აღნიშნულია სემეკის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში.
რაც შეეხება ლიცენზიანტების გამრიცხველიანების დონეს ყველაზე დაბალი გამრიცხველიანების მაჩვენებელი აქვს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (≈44%), ყველაზე მაღალი კი – შპს „საგარეჯოს“ (100%).
2023 წელს გამრიცხველიანებული აბონენტების რაოდენობის დონე საყოფაცხოვრებო აბონენტებთან მიმართებაში, გასულ წელთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შემთხვევაში (5.89%-ით).
უახლესი