დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოცულობის თხილის მოსავალს ელოდება საქართველო 2023 წელს - ასოციაცია

რა მოცულობის თხილის მოსავალს ელოდება საქართველო 2023 წელს - ასოციაცია

11-06-2023 23:59:52

წინა წელთან შედარებით, თხილის მოსავალთან მიმართებით მოლოდინი უფრო პოზიტიური გვაქვს, რადგან მიმდინარე წელს გააქტიურდა სახელმწიფო პროგრამა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი თოდუამ განუცხადა.

„სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ფერმერებისთვის 1 ჰექტარზე პესტიციდებისთვის 500 ლარიან მხარდაჭერას. ამან პოზიტიურად იმოქმედა ბევრ ბენეფიციარზე. ამინდების მხრივაც წინა წელი უფრო ნალექიანი იყო ვიდრე მიმდინარე. აგროღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს და მოლოდინები უკეთესია. სავარაუდოდ 50-55 ათას ტონა ხილის მოსავალს მაინც მივიღებთ და მთავარია საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. მიმდინარეობს წამლობები“, - აცხადებს გიორგი თოდუა.

ამასთან, ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთავარია სწრაფად მოხდეს მოსავლის აღება, გაშრობა და თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა დაიცვან აგროვადები და არ დაუშვან შეცდომები, რადგან ეს თხილის ხარისხზე ნეგატიურად მოქმედებს.

გიორგი თოდუას განმარტებით, თხლის ფასს მსოფლიო ბაზარზე, ყველაზე მსხვილი მოთამაშის თურქეთის ფაქტორი განსაზღვრავს.

„მნიშვნელოვანია რა მოცულობის მოსავალს მიიღებს თურქეთი და როგორი იქნება ამ ქვეყანაში ინფლაციის დონე. ჩვენ მოტივირებული და მიზანმიმართული ვართ, ყველას ვურჩევთ კონკურენტუნარიანები ვიყოთ და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ვაწარმოოთ“, - ამბობს თოდუა. 

რას შეეხება ადგილობრივ ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას - თხილის რეალიზაცია პრაქტიკულად დასრულებულია. საშუალოდ 4-5 ლარის ფარგლებში ფიქსირდება გაუტეხავი თხილის ფასი, გატეხლის 12-13 ლარია.

„ახალ სეზონზე ვართ ორიენტირებული. 2022 წელს უარყოფითად ვაფასებთ. ამინდებმაც არ გაგვიმართლა, წამლობა იყო შემცირებული. ხარისხით დაბალი და რაოდენობრივად თხილის უფრო მცირე მოსავალი მივიღეთ ვიდრე 2021 წელს“, - ამბობს თოდუა.

საქართველოს წილი თხილის გლობალურ ბაზარზე 3%-ია.

ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: იტალია, გერმანია, ესპანეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, საფრანგეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ლატვია, ესტონეთი და ბელგია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები