დღეისათვის სებ-ის, საინვესტიციო ფონდების რეესტრი 5 საინვესტიციო ფონდს აერთიანებს, რომელთაგან პირველი 2021 წლის იანვარში დარეგისტრირდა. რეესტრის თანახმად, ყველაზე ბოლოს კი 2022 წლის დეკემბერში. ცხადია, არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში რეესტრს ახალი ფონდებიც დაემატება.
სებ-ის რეესტრში რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდებია:
როგორც Business Insider Georgia-ს სებ-ში განუცხადეს, 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, არსებული საინვესტიციო ფონდების მართული პორტფელის ჯამური მოცულობა შეადგენდა 92 მილიონ ლარს.
არსებულ საინვესტიციო ფონდებს ჰყავთ როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ინვესტორები.
თითოეული საინვესტიციო ფონდის მომგებიანობა განსხვავებულია და აღნიშნული ინფორმაცია ფონდის ინვესტორებს უზიარდებათ.
ცნობილია, რომ სამომავლოდ არსებულ კანონმდებლობაში იგეგმება ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტო საპენსიო დანაზოგების ნაწილის განთავსებას ამ საინვესტიციო ფონდებში შეძლებს.
სებ-ში მიაჩნიათ, რომ საპენსიო სააგენტოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დადგენილი ლიმიტის და მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩიოს და ინვესტირება მოახდინოს ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე არსებულ საინვესტიციო ფონდებში.
საინვესტიციო ფონდის სარეგისტრაციო/ავტორიზაციის მოთხოვნები გაწერილია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებით დამტკიცებულ “საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესში“ .
სებ-ის განმარტებითვე, საინვესტიციო ფონდის დაარსებასთან დაკავშირებით 2020 წლიდან დღემდე შემოვიდა 9 განაცხადი.
უახლესი