დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოცულობის თანხაა ათვისებული 2 თვეში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან?

რა მოცულობის თანხაა ათვისებული 2 თვეში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან?

20-03-2023 18:50:15

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ ორ შემთხვევაში 26 000.0 ათასი ლარი შეადგინა.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მარტის დასაწყისისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან გაწეულმა საკასო ხარჯმა სულ 19 880.7 ათასი ლარი შეადგინა.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში 2023 წლის 1 მარტისთვის აუთვისებელი თანხების მოცულობამ შეადგინა სულ 6 119.3 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 2023 წლის ბიუჯეტი  400 მლნ ლარს შეადგენს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები