დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოცულობის შემოსავალს ელოდება ქვეყანა ტურიზმიდან - ევა ბოჭორიშვილის განმარტება

რა მოცულობის შემოსავალს ელოდება ქვეყანა ტურიზმიდან - ევა ბოჭორიშვილის განმარტება

24-06-2024 19:00:00

წელს საკმაოდ აქტიურ ზაფხულის ტურისტულ სეზონს ველოდებით, ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, Galt & Taggart-ის თავდაპირველი პროგნოზით 2024 წელს ქვეყანა ტურიზმიდან 4,5 მლრდ დოლარის შემოსავლის მიღების მოლოდინში იყო, თუმცა რიგი ფაქტორების გამო, მათ შორის ის, რომ აზერბაიჯანის საზღვარი ისევ ჩაკეტილი რჩება და წელს არ გაიხსნება, Galt & Taggart-ის განახლებულ პროგნოზით ქვეყანა ტურიზმიდან 4,3 მლრდ დოლარს ელოდება. 

„საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკას რომ შევხედოთ გლობალურის მსგავსია. ანუ შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელს აჭარბებს. თვითონ ვიზიტორების სტატისტიკაში ძალიან კარგი აღდგენა გვქონდა გასულ წელს, თითქმის 100%-ის ვუახლოვდებოდით, თუმცა  ეს ყველაფერი შეაფერხა ისრაელ-ჰამასის ომმა. წელს პირველ კვარტალში ვიზიტორების კუთხით პირველად გადააჭარბა ტურისტების რიცხვმა პანდემიამდელ მაჩვენებლებს. თუმცა როდესაც ჩვენ შეფასებას ვაკეთებთ ტურიზმის რაოდენობის და შემოსავლების შესახებ, ყოველთვის ვითვალისწინებთ ხოლმე თუ აზერბაიჯანთან საზღვარი როდის გაიხსნება. ეს როგორც ჩანს წელსაც არ მოხდება, ამიტომ გარკვეულწილად ჩვენი პროგნოზები დავაკორექტირეთ. თავდაპირველად ველოდებოდით 4,5 მლრდ დოლარის შემოსავალს. ამჟამად ეს პროგნოზი შემცირებული გაქვს 200 მლნ დოლარით, 4,3 მლრდ დოლარამდე. თუმცა ეს მაჩვენებელი გასული წლის 4,1 მლრდ დოლარს მაინც აღემატება. თუ ველოდებოდით 10%-ია ზრდას, ახლა ველოებით 5%-იან ზრდას. წელს საკმაოდ აქტიურ ზაფხულის ტურისტულ სეზონს ველოდებით“, - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა. 

უახლესი

8 საათის წინ

8 საათის წინ

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები