დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მარტივდება 15 სექტემბრიდან ფარმაცევტული სექტორისთვის

რა მარტივდება 15 სექტემბრიდან ფარმაცევტული სექტორისთვის

04-09-2024 16:49:00

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს „ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის №189 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები გააცნეს. აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან და ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების ახალ, ბევრად გამარტივებულ წესს გულისხმობს.

ცვლილების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის www.rs.ge -ის ავტორიზებული გვერდიდან აღნუსხვის გვერდის შესავსებად, მომხმარებელი თავად ირჩევს მოდულს - „მედიკამენტები“, რომელშიც რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის შემთხვევაში უკვე ავტომატურ რეჟიმში ივსება შემდეგი გრაფები:

• რეგისტრაციის თარიღი;

• ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების რეჟიმი;

• სავაჭრო დასახელება (ქართულად);

• სავაჭრო დასახელება (ინგლისურად);

• საერთო არაპატენტირებული დასახელება (ინგლისურად);

• პროდუქტის დეტალური აღწერილობა;

• მწარმოებელი;

• მწარმოებელი ქვეყანა;

• ვადა (ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის მოქმედების ვადა).

ცვლილებები, აგრეთვე მოიცავს ღირებულების გრაფების დამატებას, გარკვეული ველების გაერთიანებას და ასახული ინფორმაციის კორექტირების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების პროცესს.

აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელებს, სავალდებულოდ გასაცნობი შეტყობინების სახით, უკვე გაეგზავნათ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები