ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე დასაქმებულთა უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
„აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის მიერ ორგანიზებული გაფიცვის მე-11 დღეს „საირმე მინერალ ვოთერსი კვლავ სრულად პარალიზებულია. არ მუშაობს. საირმის წყალი რომელსაც ჩვენი ქვეყანა და მისი უნიკალური ბუნება გვაძლევს მდინარეში იღვრება. „საირმე“ ხალხს უნდა დაუბრუნდეს. 26 თებერვალს 14:00 საათზე გაფიცულთა მხარდასაჭერად გელოდებით საირმეში“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის Facebook- ზე გავცელდა.
შეგახსენებთ, რომ „საირმის“ თანამშრომლები 12 თებერვალს უვადოდ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
უახლესი
6 საათის წინ
Bitcoin-ის კურსი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა7 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა