დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა იცვლება სარეზოლუციო ფონდის საქმიანობაში და როგორ მოხდება ბანკებს შესაძლო ფინანსური კრიზისის დაზღვევა

რა იცვლება სარეზოლუციო ფონდის საქმიანობაში და როგორ მოხდება ბანკებს შესაძლო ფინანსური კრიზისის დაზღვევა

06-08-2023 08:20:15

მთავრობამ სსფ (IMF) მიერ, ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) ფარგლებში გაცემული  რეკომენდაცის შესრულებისათვის საკანონმდებლო ცვლილება მოამზადა, რამდენადაც კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესში კრედიტორთა იერარქია საკანონმდებლო აქტითაა მოწესრიგებული.

ასევე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით გათვალისწინებული სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული ცვლილებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად დანერგვისთვის.

კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფა. კერძოდ, თუ რეზოლუციის პროცესის დაფინანსებისთვის არასახელმწიფო წყაროდან დაფინანსების მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია, რომ რეზოლუციის პროცესის დასრულების შემდეგ, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების დაფარვა განხორციელდება საბანკო სექტორის მიერ.

სამაგიეროდ კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს კომერციული ბანკის კრედიტორებზე, ვინაიდან აღმოიფხვრება ხარვეზი, რაც კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს კრედიტორთა მოთხოვნების რეგულირებას/რიგითობას უკავშირდებოდა, პროცესი გახდება მეტად განჭვრეტადი და მარტივად აღსაქმელი დაინტერესებული პირებისთვის, შესაძლებელი იქნება კრედიტორული მოთხოვნების ეფექტიანი დაკმაყოფილება. კერძოდ:

არაფინანსური აქტივებით უზრუნველყოფილი კრედიტორები, უზრუნველყოფის საგნის ღირებულების ფარგლებში დაწინაურდებიან მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგში, ისევე როგორც ფინანსური გირავნობის მოგირავნეები - ფინანსური გირავნობის ღირებულების ფარგლებში;

პრიორიტეტი მიენიჭება ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ისეთ ხარჯებს,
რომელიც აუცილებელია ლიკვიდაციის შეუფერხებელი წარმართვისათვის, რაც იძლება წინაპირობას
ლიკვიდაციის დროულად დასასრულებლად;

ერთმანეთს გაუთანაბრდება და შესაბამისად ერთი რიგითობით იქნება დაკმაყოფილებული ყველა იმ
კრედიტორის სასესხო ვალდებულება, რომლებმაც კომერციულ ბანკს მისთვის საბანკო საქმიანობის
ლიცენზიის გაუქმების შემდეგ ასესხეს ფულადი სახსრები, მათ შორის, კომერციული ბანკების არსებული მოთხოვნებიც;

იურიდიული პირები და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნები
როგორც სტატუსით, ასევე კრედიტორული მოთხოვნებით გაუტოლდებიან იმ ფიზიკურ პირებს,
რომელთა ანგარიშებზე არსებული თანხები აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული ანაზღაურებადი ზღვრის ფარგლებს, არაუმეტეს 100 000 ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა. ისინი დაკმაყოფილდებიან დაზღვეული
დეპოზიტების შემდეგ რიგში. მაშინ, როცა ზემოაღნიშნული პირების 100 000 ლარზე ან
უცხოურ ვალუტაში მის ეკვივალენტზე ზემოთ მოთხოვნა დაკმაყოფილდება მომდევნო ქვედა რიგებში;

კრედიტორთა მოთხოვნების რიგითობაში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა მოთხოვნების - დაგროვებული საპენსიო
თანხების (რეალურად ეს არის ფიზიკური პირების სახსრები, რომელიც მათ სასარგებლოდ განიკარგება) ცალკე გამოყოფა და მათთვის პრიორიტეტის მინიჭება, წინა პლანზე წამოწევს ფიზიკური პირის ინტერესების გათვალისწინებას კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას;

ბანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები, ბანკის კაპიტალის 5%-ის ან მეტის
მფლობელი აქციონერების დეპოზიტები, აგრეთვე, ამ პირების „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა არსებული დეპოზიტები უპირატესობაში მოვა ამავე პირების სასესხო ვალდებულებებთან;

დეპოზიტების ჯგუფიდან გამოიკვეთება ფინანსური ინსტიტუტების დეპოზიტებიც. 

კანონპროექტით ცვლილება შედის და ახლებურად ყალიბდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლის მე-7 პუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ქმედების/გარიგების შეცილების შესაძლებლობა 2 წლის განმავლობაში, თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე დაკავშირებული პირია, ხოლო თუ ქმედება/გარიგება კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად იქნა განხორციელებული - 3 წლის განმავლობაში, რითაც გაზიარებულ იქნება აღნიშნული საკითხისადმი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიდგომა, რომელიც 2021 წლის პირველი აპრილიდან შევიდა ძალაში.

ამავე მუხლის მე-10 პუნქტით ზუსტდება, რომ ფინანსური გირავნობის მოგირავნეს მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ფინანსური გირავნობის ღირებულების ფარგლებში ექნება, ასევე, განისაზღვრება, რომ„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის კრედიტორებს აქვთ უზრუნველყოფის აქტივებიდან იმავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. კანონპროექტით, 3712 მუხლს მე-10 პუნქტის შემდეგ ემატება 101  და 102  პუნქტები, რომლითაც რეგულირდება კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს, კერძოდ, უზრუნველყოფილი კრედიტორები (მათ შორის, საგადასახადო ორგანო) დაკმაყოფილდებიან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით, უზრუნველყოფის ღონისძიების (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უზრუნველყოფის ღონისძიების) რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად, ხოლო სხვა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით:

„ა“ ქვეპუნქტში უპირატესად გამოიყო ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული
ხარჯები;

„ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა ისეთი კრედიტორების მოთხოვნები, რომელთა მიმართ სასესხო
ვალდებულება კომერციულ ბანკს მისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, ასევე, ეროვნული ბანკი; ამასთანავე, ამ მოთხოვნებში არ შედის საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა. ასეთი მოთხოვნები ამავე პუნქტის
„ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკმაყოფილდება;
„გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომდევნო რიგში განისაზღვრება სარეზოლუციო ფონდის და საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნები (გარდა „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა),
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა
დაფინანსების ფარგლებში (გარდა სარეზოლუციო ფონდის საშუალებით განხორციელებული დროებითი სახელმწიფო დაფინანსებისა);

„დ“ ქვეპუნქტში მოცემულია დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“
საქართველოს კანონით დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები;
„ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განისაზღვრა ფიზიკური პირების, იურიდიული პირებისა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების ის მოთხოვნები, რომლებიც აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანაზღაურებადი ზღვრის ფარგლებს (15 000 ლარს), არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;
„ვ“ ქვეპუნქტით კრედიტორთა მოთხოვნების რიგითობას დაემატა მოთხოვნები „დაგროვებითი პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემის სასარგებლოდ (დაგროვებული საპენსიო თანხები);

„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ფიზიკური პირების, იურიდიული პირებისა და იურიდიული
პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების ის მოთხოვნები, რომლებიც გადახდილი არ არის
„დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

„თ“ ქვეპუნქტში მოცემულია/გამოცალკევებულია მოთხოვნები, რომლებიც „დეპოზიტების დაზღვევის
სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება დაუზღვეველ დეპოზიტებად. კერძოდ,
კომერციული ბანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები, ბანკის კაპიტალის 5%-ის ან მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები, აგრეთვე, ამ პირების ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა არსებული დეპოზიტები და ფინანსური ინსტიტუტების დეპოზიტები;
„ი“ ქვეპუნქტი მოიცავს საბიუჯეტო ვალდებულებებს და დავალიანებებს;
„კ“ ქვეპუნქტში გაწერილია კომერციული ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები (მათ შორის,

„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამის
კრედიტორების არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები), გარდა კომერციული ბანკის სასესხო ვალდებულებისა
ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, სუბორდინირებული ვალისა, რომელიც
საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის, ისეთი ვალდებულებებისა, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, ბანკის მეორადი და
დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტებისა და ასევე კომერციული ბანკის სხვა ვალდებულებებისა კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ;
„ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით განისაზღვრა კომერციული ბანკის მიმართ ისეთი მოთხოვნების რიგითობა,როგორიცაა: კომერციული ბანკის სასესხო ვალდებულება კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, კომერციული ბანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის, კომერციული ბანკის ისეთი ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, კომერციული ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები, კომერციული ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები;
კომერციული ბანკის სხვა ვალდებულებები კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ.
ამასთან, კანონპროექტით დროებით სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად მითითება ხდება სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებულ სხვა ფინანსურ სახსრებზეც, ვინაიდან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს სარეზოლუციო ფონდში დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გარდა სხვა სახსრების
აკუმულირებასაც.

როგორც ცნობილია სარეზოლუციო ფონდის მიზანია, რეზოლუციის შემთხვევის სირთულიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად საჭირო ფინანსური სახსრების აკუმულირება და დადგენილი მიზნობრიობით ათვისება. რეზოლუციის ჩარჩოს მიხედვით, ფონდი წარმოადგენს ex post ტიპის ანგარიშს, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ეროვნული ბანკი და არ მოიაზრებს წინასწარ კონტრიბუციას საბანკო სექტორის მხრიდან.

მეორე მხრივ, რეზოლუციის რეჟიმის დასრულების შემდგომ და ფინანსთა სამინისტროს მიერ პროცესის ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, სარეზოლუციო ფონდის გავლით ათვისებული სახელმწიფო სახსრები ანაზღაურდება მოქმედი კომერციული ბანკების მიერ, დადგენილი პირობებითა და პროპორციულობით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები