დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა იცვლება ევროკავშირში გამგზავრების მსურველთათვის 2024 წლიდან

რა იცვლება ევროკავშირში გამგზავრების მსურველთათვის 2024 წლიდან

19-04-2023 14:14:53

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს ინორმაციას, თუ რა იცვლება ევროკავშირში გამგზავრების მსურველთათვის 2024 წლიდან. 

„ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ: 2024 წლიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება ,,ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS).

მგზავრობის დასტური ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნაა შენგენის 27 ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსში შესასვლელად.

გაითვალისწინეთ: ETIAS არ არის ვიზა! უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში.

უფრთხილდით თაღლითებს! ETIAS-ის ერთადერთი ოფიციალური ვებგვერდი არის: http://www.europa.eu/etias

ETIAS-ის სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს. მისი ამოქმედების შემდეგ, განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალურ ვებგვერდზე.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://europa.eu/!FnfNwM“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

შეიძლება იყოს map გამოსახულება

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები