კომპანია „ბორანი“ მდინარე მტკვარზე ტურების ორგანიზებას ახორციელებს და ამ მიმართულებით, ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე ქიტიაშვილი Business Insider Georgia-თან აცხადებს, რომ „ბორნის“ სერვისით ძირითადად უცხოელი ტურისტები სარგებლობენ.
„2022 წელს 2021 წელთან შედარება შეუძლებელია, რადგანაც მაშინ ბიზნესი გაჩერებული იყო. ვერ ვიტყვით, რომ 2022 წელს ვითარება რადიკალურად გაუმჯობესდა, თუმცა მომხმარებელი გვყავდა.
ადგილობრივ ბაზარზე 2015 წლიდან ვოპერირებთ და წლიდან წლამდე დინამიკა მზარდი იყო, რეალურად ე.წ. „გავრილოვის ღამემდე“, მერე წავიდა კლებისკენ. რასაც კოვიდ-პანდემია დაერთო და ბიზნესი ფაქტობრივად გაჩერდა.
2023 წლის პირველი კვარტალი 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ოდნავ უკეთესია. მოთხოვნა უფრო რეგულარულ რეისებზე, რადგანაც ფასი გაცილებით დაბალია.
რაც შეეხება პრივატულ რეისებს, ძირითადად სამდინარო ტურებისთვის იყენებენ, თუმცა, ზოგჯერ პრივატული რეისების დღესასწაულის ან მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად იყენებენ. ნიშნობა და სხვა“, - აცხადებს კონსტანტინე ქიტიაშვილი.
კომპანია „ბორნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი 2023 წლის ტურისტული სეზონის პროგნოზებისგან თავის იკავებს, თუმცა მიიჩნევს, რომ რაც უფრო მეტი პირდაპირი ფრენა დაინიშნება საქართველოს მიმართულებით, ტურისტული ბიზნესი მეტ შემოსავალს მიიღებს.
„ლოგისტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. ტურისტისთვის ადვილი უნდა იყოს საქართველოში ჩამოსვლა. ბევრი პირდაპირი რეისი უნდა იყოს ინდოეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და სხვა ქვეყნებიდან. რაც მეტი პირდაპირი რეისი დაინიშნება, მით უფრო მეტი ტურისტი შემოვა“, - ამბობს „ბარონის“ დამფუძნებელი.
მისი თქმით, „ბორნის“ სერვისით უმეტესად გალფისა და აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები სარგებლობენ. ასევე ტურისტები ევროპის ქვეყნებიდანაც, თუმცა მათი რაოდენობა მთლიან სტატისტიკაში მიზერულია.
კომპანია „ბორნის“ მფლობელობაში ამ დროისათვის ოთხი ერთეული მცურავი სატრანსპორტო საშუალებაა - ერთი ბორანი-ტივი (დიდი ბორტი ) და 3 ერთეული კატამარანი.
„ბორანი“ თბილისისთვის ტრადიციული მცურავი სატრანსპორტო საშუალებაა, რომელზეც 50 ადგილია. ერთი მგზავრის გასეირნების ღირებულებაა 35 ლარია.
კომპანია „ბორანი“ ასრულებს როგორც რეგულარულ, ასევე პრივატულ რეისებს. რეგულარული რეისები სრულდება ივლისსა და აგვისტოში. ცურვის ხანგრძლივობაა 50 წუთია.
რეგულარული რეისები სრულდება ყოველდღე 12, 14, 16, 18 და 20 საათზე. პრივატულია რეისი, რომელიც დამკვეთის მიერ მოთხოვნილ დროს სრულდება, რეგულარულ რეისების შესრულების დროს არ ემთხვევა.
რაც შეეხება კატამარანის ტურებს - მცურავ საშუალებაზე 13 ადგილია. ერთი მგზავრის გასეირნების ღირებულებაა 30 ლარია. ცურვის ხანგრძლივობა კი 30 წუთი.
კატამარანით გასეირნება შესაძლებელია ყოველდღე 10-დან საღამოს 24 საათამდე. ასევე შესაძლებელია პრივატული რეისების დაგეგმვა დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად.
ბავშვები 6 წლამდე სარგებლობენ უფასო გასეირნებით (ადგილის გარეშე). ბავშვები 12 წლამდე სარგებლობენ 50% – იანი ფასდაკლებით. შშმ პირები სარგებლობენ უფასო გასეირნებით, თანმხლები პირი იხდის სრულ ტარიფს.
უახლესი