რეჟისორ გრეტა გერვიგის ფილმ „ბარბის“ კინოპრემიერა თბილისში 20 ივლისს შედგა.
ვებგვერდ kinoafisha.ge-ს მონაცემებით „ბარბის“ კინოსეანსები საქართველოს 6 კინოთეატრში იმართება.
კინოთეატრ „ამირანში“ დღის განმავლობაში 5 სენსია და ბილეთის ფასი დღის ჩვენებაზე 11-15 ლარი, ხოლო საღამოსა და ღამის ჩვენებაზე 15-17 ლარია.
ანალოგიური ფასებია „კავეა თბილისი მოლსა“ და „კავეა ისთ ფოინთში“, ხოლო „კავეა სითი მოლი საბურთალოსა“ და „კავეა გალერიას“ დარბაზებში ფასი დღის ჩვენებაზე 13-17 ლარია, საღამოსა და ღამის ჩვენებაზე კი 18-20ლარი.
აპოლო ბათუმში - კინოჩვენება 19:30 წუთზეა, ხოლო ბილეთის ფასი 13 ლარია.
BBC-ის ცნობით რეჟისორ გრეტა გერვიგის ფილმმა „ბარბი“ აშშ-სა და კანადაში შემოსავლების რეკორდი დაამყარაა.
გამოცემის ინფორმაციით, სურათმა გაქირავების პირველ შაბათ-კვრას“ ამ ორ ქვეყანაში $155 მილიონი შეაგროვა, რაც წლის საუკეთესო შედეგია.
ფილმის პრემიერა გასული კვირის პარასკევს შედგა. „ბარბი“ ცნობილი თოჯინის რეალურ სამყაროში მოგზაურობაზეა. მთავარ როლს სურათში მარგო რობი ასრულებს.
უახლესი