დღეს თბილისში თუ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ავტომობილის დაქირავება საკმაოდ გამარტივდა.
უცხოელი ვიზიტორების ნაწილი კი ქვეყანაში გადაადგილებისთვის უპირატესობას არა საქალაქო თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არამედ ავტომობილების დღიურად დაქირავებას ანიჭებს.
მანქანების დაქირავებისთვის კი ბევრი პლატფორმა არსებობს.
როგორც კომპანია Naniko rent a car-ში Business Insider Georgia-ს განუცხადეს, კომპანიის კლიენტები უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან და ავტომობილების დღიური დაქირავების ფასი 30 დოლარიდან 160 დოლარამდეა. ტარიფი ავტომობილის კატეგორიასა და იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი დღით ხდება ავტოს დაქირავება.
რაც შეეხება სავალდებულო დეპოზიტს კომპანია Naniko-ს შემთხვევაში პატარა ავტომობილზე 300 დოლარია, ხოლო დიდზე 400 დოლარი.
„საქართველოში ავტომობილის დაქირავება ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, რომელიც ფლობს მართვის მოწმობას. მოთხოვნის თანახმად, მძღოლი მართვის მოწმობას სულ მცირე 1 წლის განმავლობაში უნდა ფლობდეს“, - განმარტავენ Naniko rent a car-ში.
კომპანიაში ამბობენ, რომ ტურისტული ნაკადების ზრდის ფონზე საკმაოდ დატვირთულები არიან.
„სეზონზე საკმაოდ დატვირთულად ვმუშაობთ და ყველა მანქანა ყოველთვის გაქირავებულია“, - აცხადებენ კომპანიაში.
Naniko rent a car-ის საავტომობილო პარკში მხოლოდ კომპანიის კუთვნილი ავტომობილებია, რომელთა რაოდენობაც 80-ს აღწევს.
Naniko საერთაშორისო ავტომობილების გაქირავების კომპანიაა, რომელმაც თავისი პირველი ფილიალები სომხეთსა და აზერბაიჯანში გახსნა, ხოლო სათაო ოფისი თბილისში აქვს.
ახლო მომავალში კომპანია გეგმავს, რომ მანქანების გაქირავების საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო კორპორაცია გახდეს.
უახლესი