დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გეგმები აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ქვეყანაში სუვენირების ხარისხის გასაუმჯობესებლად

რა გეგმები აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ქვეყანაში სუვენირების ხარისხის გასაუმჯობესებლად

19-06-2024 11:00:00

ვინაიდან სუვენირი თავისთავად არის ტურისტული პროდუქტი გადავწყვიტეთ, რომ ახალი პროექტზე მუშაობა დავიწყოთ, რომელიც მიზნად ისახავს სუვენირების, როგორც ქვეყნის ტურისტული პროდუქტის განვითარებას, - აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განუცხადა. ომიაძის განმარტებით, პროექტის ფარგლებში შემუშავდება გარკვეული გაიდლაინები, რომელიც შემდგომ მიეწოდება ბიზნესს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, ადმინისტრაცია კერძო სექტორს სხვადასხვა მასტიმულირებელი საშუალებებითაც დაეხმარება, რათა ქვეყანაში ნელ-ნელა უკეთესი ხარისხის სუვენირების შექმნა გახდეს შესაძლებელი.

„რა არის სუვენირი? სუვენირი არის ერთგვარი მოგონება იმ ქვეყნიდან, სადაც გარკვეული დრო გაატარე. როდესაც შენ მოგზაურობიდან ბრუნდები თან მიგაქვს მოგონება, რომელსაც პირობითად მაცივარზე მიაკრავ და მთელი ცხოვრება მოგაგონდება ის ემოცია. თუ რა დროს გაატარე იმ კონკრეტულ ქვეყანაში მოგზაურობისას. როდესაც ასეთი ტიპის სუვენირების მოკვლევა და ანალიზი გავაკეთეთ, აღმოჩნდა რომ არც თუ ისე კარგი ვიზუალის სუვენირები გვაქვს. ძალიან ბევრი მიმართულებაა სიმბოლიკაში, რაც ჩვენს სუვენირებზე გამოსახული არ არის. 

ვინაიდან სუვენირი თავისთავად არის ტურისტული პროდუქტი, გადავწყვიტეთ, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ახალი პროექტზე მუშაობა დავიწყოთ. შესაბამის კოლეგა უწყებებთან და ექსპერტებთან ერთად დავიწყეთ პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც არის სამუშაო ჯგუფები შექმნა და  სიმბოლიკის განსაზღვრა, რომელიც შემდგომ ფოკუს ჯგუფებშიც დაიტესტება. გვაქვს 8 სამუშაო ჯგუფი მიმართულებების მიხედვით. ეს სამუშაო ჯგუფებია მაგალითად უძრავი მემკვიდრეობის მიმართულებით, რაშიც შედის კულტურული მემკვიდრეობა, არქიტექტურა, ფასადები და სხვა. გვაქვს ასევე მოძრავი მემკვიდრეობა. გვაქვს ასევე ლანდშაფტის მიმართულება  და ასევე ფლორა და ფაუნა. მაგალითად, რომელი ყვავილია პირობითად საქართველოს სიმბოლო, რომელიც მარტო საქართველოში მოდის, ან საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. რომელი ცხოველი შეიძლება იყოს ამა თუ იმ ადგილის სიმბოლო. გვაქვს ლიტერატურის, დამწერლობის, გასტრონომიული, ღვინის მიმართულებები და სხვა. პროექტის პირველ ეტაპზე განისაზღვრება სიმბოლიკა და შემდგომ ეს სიმბოლიკა გადავა ბრენდში და დიზაინში, თუ როგორი უნდა იყოს მისი ვიზუალი, გამოხატვა და უშუალოდ რა პროდუქტზე უნდა იყოს. 

რაც შეეხება ბიზნესთან დეტალურ კომუნიკაციას ეს მოგვიანებით შედგება. რადგანაც ეს საქმე იმდენად დიდ რესურსს მოითხოვს როგორც ინტელექტუალურს, დროის, თუ ფინანსურს მცირე მეწარმისთვის ამ სამუშაოების გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ ამ სამუშაოებს ჩავატარებთ, შევქმნით ერთგვარს გაიდლაინს, რომელსაც გავუზიარებთ კერძო სექტორს და მივეხმარებით სხვადასხვა მასტიმულირებელი საშუალებებით, რომ ნელ-ნელა მოხდეს უკეთესი ხარისხის, აქ მარტო თიხის ხარისხია არ იგულისხმება, იგულისხმება ვიზუალი, ნახატი, პრინტი, სუვენირების შექმნა“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალ პროექტის დაწყება დააანონსა, რომელიც 
მიზნად ისახავს სუვენირების, როგორც ქვეყნის ტურისტული პროდუქტის განვითარებას.

კულტურულ და ბუნებრივ რესურსებზე დაყრდნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სუვენირებში გამოსაყენებელი ძირითადი სიმბოლიკის იდენტიფიცირება, რაც სამომავლოდ, ხარისხიანი თანამედროვე
ვიზუალის მქონე სასუვენირე და ხელნაკეთი ნივთების ახალი კოლექციების განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ეფექტურ პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე.

პროექტზე მუშაობა სამუშაო ჯგუფების ფორმატში გაგრძელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია, დარგში მომუშავე პრაქტიკოს პროფესიონალებთან ერთად მოხდეს სიმბოლოების დასაბუთებული იდენტიფიცირება.


 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები