დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გავლენა ჰქონდა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას „ექსპო ჯორჯიას“ საქმიანობაზე

რა გავლენა ჰქონდა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას „ექსპო ჯორჯიას“ საქმიანობაზე

24-01-2024 19:00:00

2023 წელი ექსპოს გუნდისთვის წარმატებულად შეიძლება შეფასდეს, რადგან ჩვენს მიზანს, რომელიც კომპანიის ფინანსურად პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნებას ითვალისწინებდა - მივაღწიეთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ექსპო ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა რესან ქიქავამ განუცხადა.

მისი ქმით, 2023 წელს 40%-ით გაზარდეს გამოფენებში მონაწილე კომპანიების რაოდენობა და 10%-ით ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა, თუმცა იყო  გამოწვევებიც. 

„გასათვალისწინებელი, რომ ჩვენ ეს გზა გავიარეთ ურთულეს პირობებში. უკრაინაში მიმდინარე ომს, 2023 წელს თან დაერთო აზერბაიჯანს და სომხეთს შორის გაჩაღებული საომარი მოქმედებები, რაც ბუნებრივია რეგიონის მიმართ ბიზნესის ინტერესზე მნიშვნელოვნად აისახა.

გარდა ამისა, წერეთლის გამზირზე დაწყებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, საგამოფენო ცენტრის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეზღუდა, რამაც როგორც საგამოფენო ცენტრის, ასევე ჩვენი მეიჯარეების საქმიანობას ხელი ძალიან შეუშალა“ - განაცხადა ექსპო ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები