დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ეტაპზეა მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა, როგორია ვადები და როდის გამოქვეყნდება საბოლოო შედეგები

რა ეტაპზეა მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა, როგორია ვადები და როდის გამოქვეყნდება საბოლოო შედეგები

23-09-2024 16:00:00

მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება, თუმცა მანამდე ამინდის შესაძლო გაუარესების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში აღწერა 18 სექტემბრიდან დაიწყო და  8 ოქტომბერს დასრულდება. როგორც  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქსტატის აღმასრულებელი დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის ივნისში.

„საქართველოს მოსახლეობის და სოფლის მეურნეობის აღწერა ტარდება 10 წელიწადში ერთხელ. უკანასკნელად ჩატარდა 2014 წელს და მიმდინარე წლის განმავლობაში განმავლობაში დაგეგმილა ისევ აღწერის ჩატარება. მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, მაგრამ ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ დასახლებებში ამინდის შესაძლო გაუარესების და მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო აღწერა ტარდება 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით. უკვე მიმდინარე პროცესი გვაქვს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ მესტიაში, ლენტეხში, ყაზბეგში, დუშეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის და მაღაროსკარის და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში) და ახმეტის მუნიციპალიტეტში (მხოლოდ ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში). ეს გახლავთ ის მუნიციპალიტეტები, სადაც აღწერა კარდაკარ პრინციპით მიმდინარეობს. ჩვენი ინტერვიუერები პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით აგროვებენ ინფორმაციას“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მოსახლეობა სადაც აღწერა 18 ოქტომბრიდან დაიწყო მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 0,5%-ს შეადგენს. 

„ანუ ამ დროისათვის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა მოსახლეობის 0,5%-ში მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენი მოსახლეობის აღწერა მოხდება 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით. საინტერესოა, რომ პირველად აღწერების ისტორიაში აღწერა მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. 

აღწერის მთავარი პრინციპი გახლავთ ის, რომ მთლიანად უნდა მოვიცვათ ქვეყნის ტერიტორია და აღწერას ექვემდებარე საქართველოში მყოფი არამხოლოდ საქართველოს მოქალაქე არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც და მოქალაქეების არმქონე პირები. სწორედ ამას უზრუნველყოფს ის, რომ პირველად აღწერების ისტორიაში ჩვენ ნაცემებს შევაგროვებთ თანამედროვე ტექნოლოგების გამოყენებით, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველი 10 დღის მანძილზე მონაცემები შეგროვდება თვით რეგისტრაციის მეთოდით. ანუ ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა შევიდეს ჩვენს ვებ-გვერდზე, დაარეგისტრიროს დამოუკიდებლად, თავისით კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია. ამის გაკეთება შესაძლებელია 14 ნოემბრიდან 10 დღის განმავლობაში. თქვენ შეგეძლებათ შებრძანდეთ ჩვენს ვებგვერდზე და დაარეგისტრიროთ კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია. თუ ამის შესაძლებლობა ან სურვილი არ გექნებათ, მაშინ ჩვენი ინტერვიუერი მოგაკითხავთ პლანშეტური კომპიუტერით და აიღებს თქვენგან ინტერვიუს. ჩვენს ინტერვიუერებს ექნებათ სპეციალური ეკიპირება და სპეციალური საშვი და მარტივად შეძლებთ მის იდენტიფიცირებას“, - განმარტავს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი

გოგიტა თოდრაძის თქმით, თვით რეგისტრაციის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ თქვენ პრაქტიკულად ყველა შეკითხვას უნდა გასცეთ პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იქნება არასრულყოფილი ინფორმაცია, ასეთი ინფორმაცია საიტზე ავტომატურად არ აიტვირთება. 

„როგორც 2014 წელს მიმდინარე წელსაც ჩვენ მოსახლეობის აღწერასთან ერთად ვატარებთ სოფლის მეურნეობის აღწერას. გაროს მიერ ეს რეკომენდებულია იმ ქვეყნებისთვის, სადაც სასოფლო სამეურნეო პროდუქციის უდიდესი ნაწილი იწარმოება შინამეურნეობებში. საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება და ერთ-ერთი მოდული ეხება სოფლის მეურნეობის კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევაგროვებთ ინფორმაციას მიწის ფართობების შესახებ“, - აღნიშნა თოდრაძემ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები