დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ეფექტი ექნება და რატომ შეირჩა ენერგობირჟის ასამუშავებლად გარდამავალი მოდელი - ესკოს დირექტორის შეფასება

რა ეფექტი ექნება და რატომ შეირჩა ენერგობირჟის ასამუშავებლად გარდამავალი მოდელი - ესკოს დირექტორის შეფასება

25-06-2024 13:00:00

სამთავრობო პროგრამით, 2024 წლის 1-ელ ივლისს დაიგეგმა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი , სხვა შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობდა და მუშაობს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობის საბოლოო სქემის მოსამზადებლად, - ამის შესახებ ესკოს გენერალურმა დირექტორმა კახაბერ ქებურიამ განაცხადა. 

„ბირჟის სამიზნე მოდელის იმპლემენტაცია რამდენიმეჯერ გადავადდა. ჩვენ გავიარეთ სატესტო, სიმულაციურ რეჟიმში ვაჭრობის პერიოდი და მიღებული პრაქტიკიდან გამომდინარე, 1-ელი ივლისიდან პრაქტიკულად ამუშავდება ბაზრის  პირველი, გარდამავალი მოდელი. ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული ვაჭრობის სქემის უეცარი ცვლილებით, შეიძლება ადგილი ჰქონოდა გარკვეული ტიპის შეფერხებებს, ხარვეზებს, იქმნებოდა მეტ-ნაკლებად სტრესული ვითარება. სწორედ ამიტომ შეირჩა ჩვენს მიერ შეთავაზებული გარდამავალი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ კომპანიებს, ალღო აუღონ ვაჭრობის ახალ სქემას, რომელიც თავის მხრივ დროში გამოიცდება და საბოლოო, სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე უმტკივნეულოდ, სირთულეების გარეშე მიგვიყვანს.

გარდამავალი მოდელი გულისხმობს დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე  ნებაყოფლობით ვაჭრობას. 2024 წლის 1-ელი ივლისიდან მომხმარებლებს ფაქტობრივად არაფერი ეცვლებათ, არავითარი ახალი ვალდებულება არ ეკისრებათ, შეუძლიათ ჩვეულ რეჟიმში ივაჭრონ ესკოსთან, ხოლო გარდამავალი მოდელის სქემით გახსნილი ბირჟა ახალი, ასე ვთქვათ, საცდელი პლათფორმაა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ ელექტროენერგია უფრო ნაკლებ ფასად მოიძიონ და ამავე დროს, გამოუმუშავებს ბირჟაზე ვაჭრობის პრაქტიკას“, - განაცხადა კახაბერ ქებურიამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები