დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ბერკეტი აქვს სებ-ს, რომ რუსეთის რეზიდენტების მიერ გადმორიცხული თანხები აკონტროლოს - არჩილ მესტვირიშვილის პასუხი

რა ბერკეტი აქვს სებ-ს, რომ რუსეთის რეზიდენტების მიერ გადმორიცხული თანხები აკონტროლოს - არჩილ მესტვირიშვილის პასუხი

10-05-2023 15:00:51

 

 

კომერციული ბანკები დიდ ყურადღებას აქცევენ, როგორც ანგარიშის გახსნის მომენტში, ისე მომავალში, რადგან შესაძლოა, ანგარიშის გახსნის მომენტში პირი არ იყოს სანქცირებული, - ასე გამოეხმაურა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი ჟურნალისტების კითხვას თუ რა ბერკეტი აქვს სებ-ს იმისთვის, რომ რუსეთის რეზიდენტების მიერ გადმორიცხული თანხები აკონტროლოს. 

როგორც მესტვირიშვილმა განაცხადა, რუსეთის რეზიდენტების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში თანხები გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო. 

„მას შემდეგ გაიზარდა ზოგადად არარეზიდენტების დეპოზიტები საქართველოში და განსაკუთრებით რუსეთიდან, მაგრამ არა მარტო რუსეთიდან, სხვა ქვეყნებიდანაც. რაც შეეხება კონტროლს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები არ იყოს დაკავშირებული სანქცირებულ პირებთან.

აქედან გამომდინარე კომერციული ბანკები დიდ ყურადღებას აქცევენ, როგორც ანგარიშის გახსნის მომენტში, ისე მომავალში, რადგან შეიძლება, ანგარიშის გახსნის მომენტში არ იყოს პირი სანქცირებული, თუმცა შემდეგ დასანქცირდეს.ამიტომ, ამის ძალიან მკაცრი მონიტორინგი ხდება.

ჩვენ ვაკონტროლებთ ბანკებს, თუ რამდენად სწორად და კარგად ახდენენ ამ სანქციების მონიტორინგს. ცალკე განყოფილება შევქმენით ამისთვის და კომერციულმა ბანკებმაც, ზოგმა 15 და ზოგმა 5 დამატებით კადრიც აიყვანა, რადგან სანქციების კონტროლი რაც შეიძლება ეფექტიანი იყოს.

ამან რა თქმა უნდა გარკვეული დაბრკოლებები გამოიწვია ბიზნესისთვის, რადგან ლეგიტიმური გადარიცხვები იყო რუსეთიდან, ბელორუსიდან და ეს, რა თქმა უნდა, ცოტა გვიანდება, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე კვირით, მაგრამ ამას ყველა გაგებით ეკიდება.

სანქციების განუხრელი და სკურპიოზული დაცვა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას ჩვენი შეფასებით ბანკები ძალიან კარგად აკეთებენ. ჩვენ მუდმივი მონიტორინგი გვაქვს“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, წარმოშობის მიხედვით, რუსეთის რეზიდენტების წილი არარეზიდენტების მთლიან დეპოზიტებში 37%-მდე გაზრდილი. 

არარეზიდენტების დეპოზიტების განაწილება ქვეყნების მიხედვით: რუსეთი – 37%; ისრაელი – 8%; უკრაინა – 6%; დიდი ბრიტანეთი – 4%; აზერბაიჯანი – 4%; კვიპროსი – 4%; ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები – 4%; ბელორუსი – 3%; გერმანია – 3%; ჩინეთი – 2%. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები