დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა არის საქართველოს ტურიზმის სექტორის მთავარი გამოწვევა - ზურაბ პოლოლიკაშვილის შეფასება

რა არის საქართველოს ტურიზმის სექტორის მთავარი გამოწვევა - ზურაბ პოლოლიკაშვილის შეფასება

27-09-2024 17:57:00

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა  Business Insider Georgia-ს კითხვის საპასუხოდ, საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის ორი ძირითადი გამოწვევა დაასახელა.

„საქართველოს ტურიზმის სექტორში, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, სადაც კიდევ უფრო მეტი ინვესტიციებია საჭირო. დიდია პოტენციალი, ადგილი,  სივრცე, სადაც შეიძლება მოხდეს ინვესტირება უცხოეთიდან.  სწორედ ამას ემსახურება ის, რომ ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გამოვეცით კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რატომ უნდა მოახდინოს ნებისმიერმა კომპანიამ თუ ადამიანმა საქართველოში ინვესტირება. ამ რეკომენდაციებს ჩვენ დავუგზავნით ყველა ქვეყნებსა და პარტნიორებს. ეს გრძელვადიანი პროცესია და სამუშაოა მათთან, რომ რაც შეიძლება ბევრი ინვესტიცია იყოს მოზიდული საქართველოში“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის ინვესტიციების შემდეგ, კიდევ ერთ გამოწვევად გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი რეგიონში არსებულ კონფლიქტებს ასახელებს.

„რა თქმა უნდა მეორე  მთავარი გამოწვევა ეს არის კონფლიქტები და ის ძირითადი ორი ომი, რომელიც ჩვენ პირდაპირ გვეხება რეგიონში. ერთი ახლო აღმოსავლეთში და მეორე უკრაინაში. ამ ომებმა დიდწილად შეცვალა ჩვენთან ჩამოსული ადამიანების რაოდენობა. თუმცა არის ახალი ბაზრები და ამ მიმართულებით ვმუშაობთ ჩვენ და საქართველოს მთავრობა“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით კიდევ არსებობს სხვა სივრცეები, საიდანაც შესაძლებელია ტურისტული ნაკადების მოზიდვა.

„პირველად არიან წარმოდგენილი ქვეყნები აფრიკის რეგიონიდან, ამ კონტინენტზე მოსახლეობა არის 1,5 მილიარდზე მეტი, ასევე არის ლათინური ქვეყნების მილიარდიანი პოტენციური ბაზარი. აზიურ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობს მთავრობა პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ეს სამუშაოები აუცილებლად მოიტანს შედეგებს გრძელვადიან პერიოდში. სწორედ ამიტომაა საჭირო მეტი საერთაშორისო შეხვედრები,  კონტაქტები და მეტი საერთაშორისო ღონისძიებები ტურიზმის სფეროში ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები