მეღვინეობის დარგის მთავარი გამოწვევა ალბათ არის მსოფლიო კონკურენცია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ასკანელის“ მფლობელმა გოჩა ჩხაიძემ განუცხადა.
„საკმაოდ გაიზარდა წარმოება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც საბაზრო ფასებს მკვეთრად ამცირებს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამგვარ საფასო კონკურენციაში წინსვლა საკმაოდ რთულია. ჩვენ ყველაფერს ვახორციელებთ ინვესტიციებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე მყარი პოზიციები დავიკავოთ და არ წავიდეთ ხარისხის კომპრომისზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო, როგორც უნიკალური და იშვიათი პროდუქტი წარმოდგენილი იყოს მსოფლიო ბაზარზე სწორედ ამგვარად და არა როგორც მასიური და ძალიან ხელმისაწვდომი.
ამისთვის არ ვიშურებთ ძალას და ფინანსურ რესურსებს, ვატარებთ დეგუსტაციებს, ღონისძიებებს და ასე ვაცნობთ მსოფლიოს ქართულ ღვინოს, როგორც უნიკალურ პროდუქტს“, - განაცხადა გოჩა ჩხაიძემ.
უახლესი