ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისიდან გარკვეული მიმართულებების განახლებაზე და ახალ მიმართულებების დამატებაზე მუშაობს.
როგორც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, ივნისიდან ავიაკომპანია ბერლინის, ლარნაკასა და მილანის (ბერგამო) მიმართულებებს ამატებს.
წინასწარი ინფორმაციით, Georgian Airways-ი ბერლინის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით დაიწყებს ოპერირებას, ასევე კვირაში 2 სიხშირეს ამატებს მილანის მიმართულებითაც.
რაც შეეხება Georgian Airways-ის კიდევ ერთ ახალ მიმართულებას ლარნაკას, თბილისი-ლარნაკა-თბილისის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია კვირაში 2 სიხშირით გეგმავს ფრენებს.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ასევე მუშაობს ბრიუსელის, პრაღას, რომის მიმართულებების დამატებაზეც.
უახლესი