რა აფერხებს საქართველოში მარწყვის წარმოების განვითარებას საქარველოში და რატომ ვერ უწევს ქართული პროდუქტი კონკურენციას თურქულს?
Business Insider Georgia-თან კომპანია „პლანტველის“ დამფუძნებელი მანანა ანჯაფარიძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს: .
„აქ არის რამდენიმე მიზეზი და ერთ-ერთი ხარისხია, ასევე დაბალია ტრანსპორტირების დონე. ხდება ქიმიკატების უკონტროლო გამოყენება და მეწარმეებმა არ იციან ტექნოლოგიები თუ როგორ უნდა მიიღონ ხარისხიანი პროდუქტი.
მარწყვი ფერმერებს ძირითადად ძველი მეთოდებით მოჰყავთ, თუმცა ახალი ჯიშების წარმოებას ახალი ტექნოლოგიები სჭირდება. საქართველოში აგროგანათლების დონე დაბალია. მარწყვის წარმოება ბევრი დეტალისგან შედგება, ამიტომ ქართველი ფერმერი ვერ იღებს იმ რაოდენობისა და ხარისხის მოსავალს იმისთვის, რომ იმპორტს კონკურენცია გაუწიოს. ამიტომ საქართველოში მარწყვის სათბურები იხსნება და შემდეგ კომერციულად არამომგებიანების გამო მალევე იხურება“, - ამბობს მანანა ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, ბაზარზე მარწყვზე მოთხოვნა არის, რასაც ამ პრობლემების გამო იმპორტიორი აკმაყოფილებს.
„საქართველოში მარწყვის წარმოების განვითარების შესაძლებლობა ძალიან დიდია. მთავარია სწორი ტექნოლოგიების დანერგვა. წარმოება ტექნოლოგთან ერთად უნდა დაიგეგმოს. ასევე უნდა შედგეს კომერციულად მომგებიანი ბიზნესპროექტი.
მარწყვი სენსიტიური კულტურაა და წარმოება დახურულ გრუნტში უფრო მომგებიანია. თუმცა საქართველოში არის რეგიონები, სადაც ღია გრუნტში მარწყვის მოყვანა შესაძლებელია. თუმცა ძირითადად დახურული გრუნტი არის გამოსავალი, რომ მარწყვის წარმოება განვითარდეს“,- ამბობს მანანა ანჯაფარიძე.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მარწყვის ერთადერთი იმპორტიორი წელს თურქეთია, სადაც 1 კგ პროდუქტი საქართველომ საშუალოდ 0.27 დოლარად იყიდა .2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 269.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 997 ტონა მარწყვი შემოვიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანამ 95 ათასი აშშ დოლარის 295.1 ტონა ხილი იყიდა.
უახლესი
42 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს1 საათის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”