დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველაზე რთული რთველი მიმდინარეობს, ექსპორტზეც დიდი გამოწვევა გველის - თელავის ღვინის მარანი

ყველაზე რთული რთველი მიმდინარეობს, ექსპორტზეც დიდი გამოწვევა გველის - თელავის ღვინის მარანი

11-10-2023 20:00:18

რთველის წლევანდელ სეზონზე სახელმწიფოს მხარდაჭერის პოლიტიკა არ შეცვლილა და დარგს სახელმწიფო სუბსიდიით ეხმარება, თუმცა დარგში პრობლემა მაინც არსებობს.

როგორც ,,თელავის ღვინის მარნის“ დირექტორი და დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, უშუალოდ რთველის პროცესში დიდი პრობლემა შექმნა უამინდობამ, რასაც ექსპორტზე გლობალური პოლიტიკური ვითარება ემატება და გაურკვევლობის მოლოდინს ქმნის.

„ობიექტური პირობები იმდენად არახელსაყრელია, რომ დიდი მცდელობის მიუხედავადაც, წლევანდელი სეზონი სავსეა გამოწვევებით. რთული რთველი მიმდინარეობს. აქ ვერავის დაადანაშაულებ, რადგან მაქსიმალური მხარდაჭერა იყო, თუმცა წელს ძალიან ცუდი კლიმატური პირობებია. მევენახეებს მოსავლის ნაწილი გაუფუჭდათ. დიდი სიფრთხილით და ყურადღებით მოვეკიდეთ რთველის ჩაბარებას, რომ ხარისხიანი ყურძენი მიგვეღო.

ჩვენი პროდუქცია მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ეს ნიშა ნებისმიერ პირობებში უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენი რთველი  ჯერ კიდევ გრძელდება დასავლეთ საქართველოში. დაახლოებით 10 დღეში დასრულდება და საბოლოო შედეგი მაშინ გვეცოდინება. ძნელად შესაფასებელია, როგორი იქნება ღვინის წარმოებისთვის წლევანდელი სეზონი, ყველა პროგნოზს სიფრთხილით ვეკიდებით.

ისრაელის ომი გლობალური მასშტაბით ახდენს ყველაფერზე გავლენას, პოლიტიკური ვითარება იცვლება და ღვინის ინდუსტრიაშიც დიდი გამოწვევებია“, - აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას სახელმწიფო ახორციელებს. კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარისა. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის  0,20 ლარს. რაც შეეხება რაჭის რეგიონს, რთველი გრძელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის  4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები