დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველაფერი, რაც სპორტში ინვესტირებისას უნდა იცოდე

ყველაფერი, რაც სპორტში ინვესტირებისას უნდა იცოდე

13-07-2024 16:20:00

გიზიარებთ ბლოგს: სპორტი მხოლოდ გართობის საშუალება არ არის, მისი დახმარებით მარტივად შეიძლება ფინანსური სარგებლის მიღება და დღეს სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ. საქმე ისაა, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობებს მსოფლიოს მასშტაბით 3.5 მილიარდი მოქალაქე უყურებს, რაც პლანეტის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. თანამედროვე სამყაროში ადამიანის ყურადღება ძვირად შეფასებული რესურსია, რომლის მოპოვებას კომპანიები ყოველდღიურად აქტიურად ცდილობენ, სპორტული აქტივობები კი, როგორც წესი, ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევენ. სადაც არის ყურადღება, იქ ყოველთვის არის ბიზნესშესაძლებლობა და გამონაკლისი არც სპორტია.


სპორტის ინდუსტრია არაერთ საინტერესო კომპანიასა თუ ორგანიზაციას აერთიანებს, მათში ინვესტიციის განსახორციელებლად კი აუცილებელი არ არის მრავალ მილიარდად სპორტული კლუბის შეძენა. ნებისმიერი მოცულობის თანხის დაბანდება პირდაპირ თიბისის მობაილბანკიდანაა შესაძლებელი, ამჯერად კი სწორედ იქ არსებულ შესაძლებლობებზე ვისაუბრებთ:


სპორტული კლუბები და გუნდები 


საყვარელ სპორტის სახეობაში ინვესტირების პირდაპირი გზა სპორტულ კლუბებზე გადის, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მათი უმეტესობა საფონდო ბირჟაზე არ არის წარმოდგენილი, გარდა გამონაკლისებისა, რომელთა შორისაა: Manchester United, Juventus, Borussia Dortmund, AS Roma, Ajax, New York Rangers და New York Knicks.  

სპორტულ კლუბებში ინვესტირების სტრატეგიას, როგორც წესი, გულშემატკივრები ირჩევენ, რაც საინვესტიციო თვალსაზრისით ოპტიმალურ გარემოებას არ ქმნის, რადგან ეს ბიზნესს სწრაფად ზრდის საშუალებას არ აძლევს.


სპორტული ბრენდები 


სპორტული შეჯიბრებებისა და ღონისძიებების მიმართ მოსახლეობის ყურადღებით უდიდეს სარგებელს, როგორც წესი, სპორტული ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანიები იღებენ, რადგან სპორტსმენები მათი პროდუქციის რეკლამირებას პირდაპირი გზით ახდენენ. გარდა ამისა, სტადიონებსა თუ სარბოლო ტრასებზე ყოველ ნაბიჯში შეხვდებით სპორტული ბრენდების ბანერებს, რაც მაყურებელს პროდუქციის შეძენისაკენ უბიძგებს. 


სპორტული ბრენდების შემოსავლები განსაკუთრებით მაშინ იზრდება, როცა მასშტაბური სპორტული ღონისძიებები იმართება, მაგალითად: მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, EURO, ოლიმპიური თამაშები, დიდი სლემი, სუპერ ბოული ან რაგბის მსოფლიო თასი. ასეთ დროს განსაკუთრებით იმატებს მაყურებლის რაოდენობა, ყურადღება კი კომპანიისთვის გაზრდილ შემოსავლებს ნიშნავს. 


სპორტული ბრენდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდივიდუალური თანამშრომლობა ცნობილ ათლეტებთან. წარმატებულ პარტნიორობას და სწორად დაგეგმილ მარკეტინგულ კამპანიას კომპანიისთვის დიდი ფინანსური სარგებლის მოტანა შეუძლია, ამის თვალსაჩინო მაგალითი კი Adidas-ის და ლიონელ მესის მრავალწლიანი თანამშრომლობაა, რომლითაც ორივე მხარემ იხეირა. 
 

აღსანიშნავია, რომ სპორტსმენები მხოლოდ ბრენდის წარმოჩინებით არ შემოიფარგლებიან, ზოგიერთი მათგანი პროდუქციის შექმნის პროცესშიც აქტიურადაა ჩართული, ამის საუკეთესო მაგალითი მაიკლ ჯორდანია, რომელმაც Nike-სთან პარტნიორობით სპორტული ფეხსაცმლის ლეგენდარული ხაზი შექმნა.

მობაილბანკში წარმოდგენილი სპორტული ბრენდების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია, მათ შორისაა: Nike, Adidas, Under Armour, ON, Lululemon და Columbia.

მედია და სტრიმინგი 


თავად სპორტული შეჯიბრის ყურების პროცესიც ბიზნესის ნაწილია, ამ ბიზნესს კი მედია ჰქვია. საქმე ისაა, რომ ღონისძიებების გაშუქების უფლებას კომპანიები ექსკლუზიური კონტრაქტის სახით ყიდულობენ და მისი გამოყენებით შემოსავალს აგენერირებენ. მაგალითად, Formula 1-ის გაშუქების უფლება Liberty Media-ს აქვს, რომელიც საკუთარ მედიაპროდუქტს მსოფლიოს მასშტაბით ყიდის და მას მილიონობით ადამიანი უყურებს.

გარდა ამისა, არ უნდა გამოგვრჩეს სპორტული არხები, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ESPN-ია, რომელიც კომპანია Walt Disney-ს საკუთრებაშია. ასევე, ამ ჩამონათვალში შეხვდებით: CBS Sports, NBC Sports და Fox Sports.


ცხადია, სპორტით ფინანსურ სარგებელს იღებენ სტრიმინგ პლატფორმებიც, მათ შორის, Netflix, Amazon Prime Video, Apple TV+, Disney Plus, და YouTube TV. ზემოხსენებული პლატფორმები მაყურებელს სპორტთან დაკავშირებული ფილმებისა და სერიალების ნახვის საშუალებას აძლევენ, ზოგიერთი მათგანი კი განსაკუთრებით პოპულარულია, მათ შორისაა: F1 Drive to Survive, Ted Lasso, Ford v Ferrari და Rush. 
 

კომპიუტერული თამაშები 


სპორტული აქტივობების მიმართ საზოგადოების ინტერესი უჩვეულოდ მაღალია ვირტუალურ სამყაროშიც. უფრო მეტიც, ამჟამად სპორტული შინაარსის ვიდეოთამაშებით უფრო მეტი ადამიანი ერთობა, ვიდრე რეალური სპორტით, რაც ციფრული ალტერნატივების ხელმისაწვდომობითა და სიმარტივითაა განპირობებული. 


მოთამაშეების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია: საფეხბურთო, საკალათბურთო, საჩოგბურთო და სარბოლო სიმულატორების მიმართ, მათ შორის ვხედავთ ისეთ ცნობილ თამაშებს, როგორებიცაა: FIFA, EA FC, PES (eFootball), NBA 2K, Madden NFL, TopSpin 2K, F1, iRacing, Assetto Corsa და World Golf Tour. 
 

ზემოხსენებული თამაშების გაყიდვებით შემოსავალს იღებენ როგორც დეველოპერული სტუდიები, მაგალითად: Tencent, Electronic Arts, Ubisoft და Activision Blizzard, ასევე ის ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც სათამაშო პლატფორმებს, ანუ კომპიუტერებს, კონსოლებს, ლეპტოპებს, გრაფიკულ ბარათებს, პროცესორებს, აქსესუარებს და სმარტფონებს აწარმოებენ, მათ შორისაა: NVIDIA, Apple, Microsoft, Sony, Nintendo, HP, Dell, AMD, Qualcomm, Intel და TSMC. 

ავტომობილების მწარმოებლები 


„კვირას მოიგე, ორშაბათს გაყიდე“, – ეს გამოთქმა რბოლაში გამარჯვებულმა ავტომწარმოებლებმა შექმნეს, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ სარბოლო ტრასაზე გამარჯვების შემდეგ, ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდებოდა. იტალიური Ferrari-ს ბიზნესი წლების განმავლობაში სწორედ ასე მუშაობა – კომპანია Formula 1-ის გრან პრიში იმარჯვებდა, რაც მისი სპორტული ავტომობილების გაყიდვებს უწყობდა ხელს.  

სარბოლო მიღწევებთან საავტომობილოს ბრენდის ასოციაციას მომხმარებლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სპორტულ ავტომობილებზე ვსაუბრობთ, თუმცა ეს კანონზომიერება მხოლოდ სუპერქარებზე არ ვრცელდება. როგორც ჩანს, რბოლაში გამარჯვება სედანებსა და პიკაპებზეც კი ზრდის მოთხოვნას, რადგან მომხმარებლის წარმოსახვაში გამარჯვებული ბრენდი წარმატების სიმბოლო ხდება. 


საავტომობილო ინდუსტრია არაერთ სარბოლო დისციპლინას და კატეგორიას აერთიანებს, რაც ავტომწარმოებელ კომპანიებს თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევს. გამარჯვებული კომპანიებს ნუსხაც არანაკლებ მრავალფეროვანია და ის ათობით ავტომწარმოებელს აერთიანებს, მათ შორისაა: Ferrari, Porsche, Lamborghini, Mercedes-Benz, BMW, Audi, Toyota, Ford, GM, Chevrolet, Honda და სხვა. 
 

ფიტნეს დარბაზები და სპორტული ობიექტები 


ფიზიკური მდგომარეობის დახვეწის, ჯანმრთელობაზე ზრუნვის, წონაში კლებისა თუ სპორტული უნარების გაუმჯობესების მიზნით, მოქალაქეები ხშირად მიმართავენ ფიტნეს დარბაზებს და სპორტულ ობიექტებს. დროსთან ერთად, ამ ტიპის დაწესებულებებზე მოთხოვნა იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბიზნესს ზრდის შესაძლებლობა აქვს. ცხადია, ამ მიმართულებითაც არაერთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, მათ შორისაა: Planet Fitness და Xponential Fitness. 

საინვესტიციო შესაძლებლობა 


საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ სპორტი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი გლობალური ბიზნესია, რომელიც გართობას, დასვენებას, ვარჯიშსა და ფინანსებს ერთმანეთთან აერთიანებს. სპორტის ინდუსტრია იძლევა როგორც პირდაპირი გზით ინვესტირების, ასევე კორელაციურ ბიზნესებში თანხის დაბანდების საშუალებას. 


არ აქვს მნიშვნელობა რომელ გზას აირჩევ: Nike-ის აქციებს შეიძენ, თუ Porsche-ს ინვესტორი გახდები, ნებისმიერ შემთხვევაში, შენი სურვილების ახდენაში თიბისის მობაილბანკი დაგეხმარება, რომელშიც სპორტული კომპანიების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, ამიტომ არ გადადო, დააბანდე.     

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები