დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყვავილების ბაზრის ძირითადი სეგმენტი გარემოვაჭრეებმა დაიკავეს - „ამელი“

ყვავილების ბაზრის ძირითადი სეგმენტი გარემოვაჭრეებმა დაიკავეს - „ამელი“

13-06-2023 10:07:12

 

Amelie Flowers Shop/ ყვავილების მაღაზია „ამელის“ სერვისებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარე, კომპანიის მომსახურების სეგმენტი რამდენიმე პროფილს მოიცავს და ქართულ ბაზარზე ძალიან პოპულარულია.

„ამელის“ თანადამფუძნებელი ნუკა ჩოხელი Business Insider Georgia-თან საუბრობს, თუ რამდენად მზარდია მოთხოვნა პანდემიის შემდგომ პერიოდში ყვავილებზე, როგორია კონკურენცია და ტრენდი ყვავილების ბიზნესში. „ყვავილების ადგილობრივი ბაზარი მცირეა. სულ რამდენიმე კომპანია ოპერირებს, ძირითადი სეგმენტი უჭირავთ გარემოვაჭრეებს, რომლებიც თურქეთიდან და სომხეთიდან იმპორტირებულ და ადგილობრივი ფერმერების წარმოებულ პროდუქციაზე მუშაობენ. შესაბამისად, ამ სეგმენტში ფასი გაცილებით ნაკლებია, თუმცა „ამელის“ ნიშა გამოკვეთილია, კონკურენტებისგან და საშუალო და მაღალი კატეგორიის სეგმენტზე ვმუშაობთ", - ამბობს ნუკა ჩოხელი.

ყვავილების ცნობილი მაღაზიის ხელმძღვანელი ამბობს იმასაც, რომ გამოცდილებამ ბაზარზე არსებული სხვა გამოწვევებიც დაანახა, შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება და სერვისები გაამრავალფეროვნეს. ამ ეტაპზე „ამელის“ საქმიანობა მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლების კომფორტზე და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ფლორისტიკის სკოლა (კომპანია იყო პირველი, რომელმაც მსგავსი ტიპის სასწავლო დაწესებულება შექმნა), „ამელი ჰოუმი“ (ameliehome.ge), ყვავილების გამოწერის ავტომატური სერვისი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყვავილებს ხშირად ყიდულობენ არა საჩუქრად, არამედ საკუთარი თავისა და სახლისთვის, ასევე სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვა-მოწყობა, რომელიც ,,ამელის" ერთ-ერთი გამორჩეული სერვისია.

„ღონისძიებები ჩვენი საყვარელი თემა, პანდემიის შემდეგ კვლავ განახლდა ქორწილების, დაბადების დღეების და შეკრებების ტრადიციები. ჩვენი უარი ვთქვით ხელოვნურ ყვავილებზე და ღონისძიებებს ვაფორმებთ ცოცხალი ყვავილებით, იმდენად დიდი და კარგი გამოცდილება მივიღეთ, რომ გავცდით ამ სფეროსაც და უკვე მაღალ დონეზე ვართმევთ თავს ღონისძიების სრულ ორგანიზებას, როგორიცაა პროგრამის შედგენა, ჩანახატის შექმნა, ლოკაციის მოძებნა, მომსახურების სფეროს უზრუნველყოფა, კონსულტაციების გაწევა გასტრონომიულ ნაწილში და სხვა. ბოლო პერიოდში ამ სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა", - ამბობს ნუკა ჩოხელი Business Insider Georgia - თან.

ყვავილების მაღაზია „ამელი“, ფალიაშვილის 68 ნომერში მდებარეობს და ბაზარზე 8 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიაში სრულ განაკვეთზე 18 თანამშრომელი მუშაობს, ღონისძიებების დაგეგმვისას კი „ამელი“ დამატებით 50 ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები