დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყოველწლიურად გვემატებიან ახალი აბონენტები, რომელთა ნაწილსაც აქამდე საერთოდ არ ჰქონიათ ცენტრალიზებული წყლის მიწოდება - მზია გიორგობიანი

ყოველწლიურად გვემატებიან ახალი აბონენტები, რომელთა ნაწილსაც აქამდე საერთოდ არ ჰქონიათ ცენტრალიზებული წყლის მიწოდება - მზია გიორგობიანი

08-07-2024 17:01:00

ყოველწლიურად გვემატება ახალი აბონენტები და ამ ახალ აბონენტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი აბონენტები რომელთაც აქამდე საერთოდ არ ჰქონიათ ცენტრალიზებული წყლის მიწოდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომელმაც ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ რიგით მეთხუთმეტე დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის თემაც  „წყალმომარაგება | შესაძლებლობები და გამოწვევები“ იყო.

„ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა ზოგადად წლის სექტორში მიმდინარე საკითხებზე, რომელიც გულისხმობს მთელი საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის მიწოდებას. ამ თვალსაზრისით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად მუშაობს და ის განაცხადები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაა გაცხადებული რომ 2025 წლის ბოლოს ყველა ქალაქში გვქონდეს წყლის მიწოდება ამ თვალსაზრისით ვისაუბრეთ თუ რა ინვესტიციებს ვახორციელებთ, რა გვაქვს დაგეგმილი, რამდენი პროექტი მიმდინარეობს, შთამბეჭდავია იმ რესურსების მიმართვა რომელი წლის სექტორში მიდის და რომელიც უზრუნველყოფს იმ ახალი და არსებული ინფრასტრუქტურის შექმნას სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მზია გიორგობიანის განმარტებით, წყლის მიწოდების უზრუნველყოფის პარალელურად მნიშვნელოვანია წყლის გონივრული გამოყენებაც.

„ყოველწლიურად გვემატება ახალი აბონენტები და ამ ახალ აბონენტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი აბონენტები რომელთაც აქამდე საერთოდ არ ჰქონიათ ცენტრალიზებული წყლის მიწოდება. გასული წლის განმავლობაში ჩვენ ასეთი 60 ათასი აბონენტი გვყავდა. წელს დაგეგმილია, რომ საშუალოდ 30 ათასი აბონენტი გვეყოლება და მნიშვნელოვანია, რომ დღეს არსებული აბონენტების რაოდენობა გაცილებით გაიზრდება. თუმცა ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ წყლის გონივრული გამოყენება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს იმ გლობალური დათბობიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას, რომ სწორად იყოს გამოყენებული წყალი, რომ ყველა მოსახლისათვის იყოს შესაძლებელი 24 საათიანი წყლის მიწოდება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და ჩვენ ვმუშაობთ ახალ გადაწყვეტებზე, რომელიც წყლის მიწოდებას გულისხმობს და ასევე ვმუშაობთ ისეთი ენერგოეფექტური სისტემების გამოყენებაზე რომელიც ელექტროენერგიის შემცირებას უზრუნველყოფს და ამ თვალსაზრისით შემცირებას მიმდინარე ხარჯზე, რომელიც წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით არის“,- აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები