QooQy Bakery -ის ფრანჩაიზი ხელმისაწვდომი ხდება, -ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა ილია გეფერიძემ Busness Insider Georgia - ს განუცხადა.
„გამოვაცხადეთ ფრანჩაიზის გაყიდვების შესახებ. ძალიან დიდი დაინტერესებაა. ორ ფილიალს თბილისსა და ბათუმში ჩვენ გავხსნით, დანარჩენის გახსნას ვგეგმავთ ფრანჩაიზის მოდელით. დაახლოებით 100-მდე განცხადებაა შემოსული. სავარაუდოდ შერჩევის პროცესი თვის ბოლოს დასრულდება. მსურველს უნდა ჰქონდეს ბიზნესის წარმოების გამოცდილება. ცნობილია, რომ მმართველობაში არავის არ ვრთავთ. ასევე უნდა ჰქონდეს საჭირო კაპიტალი ფილიალის გასახსნელად“, - ამბობს ილია გეფერიძე.
QooQy Bakery ბათუმსა და თბილისში ფილიალების გასახსნელად დაახლოებით 500 ათასი ლარს მოზიდვას ფინანსური ინსტიტუტებიდან გეგმავს.
QooQy Bakery ამ დროისთვის 4 ფილიალით არის წარმოდგენილი და 75 ადამიანია დასაქმებული.
იგივე თემაზე:
2024 წელს ბაზარზე 10 ფილიალით ვიქნებით წარმოდგენილი - ,,ქუქი ბეიქერი"
უახლესი