დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
QooQy Bakery ევროპროდუქტის ქსელში შევიდა

QooQy Bakery ევროპროდუქტის ქსელში შევიდა

18-10-2024 11:00:00

QooQy Bakery-ის შვიდი სახეობის პური უკვე ევროპროდუქტის 22 ფილიალშია ხელმისაწვდომი,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა.

QooQy Bakery-ის ახალი საწარმო თბილისში ივნისში ნაძალადევის რაიონში გაიხსნა. გავზარდეთ წარმოების სიმძლავრე, როგორც პურების ისე საკონდიქტო ნაწარმის მიმართულებით. ამ დროისთვის ევროპროდუქტის 22 მაღაზიას პურით ვამარაგებთ, წლის ბოლომდე მაღაზიების რაოდენობა 34-მდე გაიზრდება“, - განაცხადა იალია გეფერიძემ.

ამ დროისათვის QooQy Bakery-ის ბრენდის ქვეშა კაფე- საკონდიტრო და სახაბაზო სადაც  200-ზე მეტი სახეობის ორცხობილა, არტიზანული პურ-ფუნთუშეული, ტორტი, დესერტი, ვეგანური პროდუქცია მზადდება და ყავსა და ცივი სასმელების დაგემოვნებაა შესაძლებელი.

„ ჩვენი მიზანია,  QooQy Bakery- გახდეს სექტორში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხისა და გემოვნური თვისებებით გამორჩეულ პროდუქციას შესთავაზებს“, განაცხადა ილია გეფერიძემ.

QooQy Bakery თბილისში 4 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს.

ბათუმში Qooqy Bakery-ის ფილიალის გახსნა 2025 წლისთვისაა დაგეგმილი, თუმცა თბილისის მასშტაბითაც გეგმავენ გაფართოებას. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები